მე ნაძირალა ვარ (ვალერი ნუგატოვი)

            მე ნაძირალა ვარ

(თარგმანი – გ.ხასაია   გ.წურწუმია)

მე ნაძირალა ვარ მე  სალახანა ვარ მე არამზადა ვარ
მე თვალთმაქცი ვარ მე ცბიერი ვარ მე გულჩათხრობილი ვარ მე საძაგელი ვარ
მე ახირებული ვარ მე ბუტია ვარ მე აუტანელი ვარ მე ქედმაღალი ვარ
მე მუდამ უკმაყოფილო ვარ მე პირქუში ვარ მე ავი ვარ მე გაბრაზებული ვარ მე აგრესიული ვარ
მე ეჭვიანი ვარ მე მეწვრილმანე ვარ მე ძუნწი ვარ მე ურცხვი ვარ მე უხამსი ვარ
მე ჩაკეტილი ვარ მე უკარება ვარ მე არაკომუნიკაბელური ვარ მე ფიცხი ვარ მე საზიზღარი ვარ
მე უცნაური ვარ მე თავშეუკავებელი ვარ მე ენაბლუ ვარ მე ძველმოდური ვარ
მე ბიწიერი ვარ მე გაფუჭებული ვარ მე გარყვნილი ვარ მე ცინიკური ვარ მე ავხორცი ვარ
მე ეგოისტი ვარ მე ანგარებიანი ვარ მე თვითმოყვარე ვარ მე ამპარტავანი ვარ მე ხარბი ვარ მე საშინელი ვარ
მე გულქვა ვარ  მე უგულო ვარ მე სასტიკი ვარ მე უნამუსო ვარ მე უტიფარი ვარ
მე ნერვული ვარ მე ფეთქებადი ვარ მე უსამართლო ვარ მე შურიანი ვარ
მე დაკარგული ვარ მე დაღუპული ვარ მე უიმედო ვარ Continue reading
Posted in არტი, თარგმანები | Tagged , , , , , , , , , , , | 2 Comments

ლგბტ საქართველო

2011 წლის 5 აგვისტოს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი: ლგბტ საქართველო დარეგისტრირდა. (ეს რიგით მეორე ლგბტ ორგანიზაცია არის. პირველი „ინკლუზივი“ იყო, თუმცა ის რეორგანიზირდა და  ლიკვიდირდა.)  ცხადია,  ეს ქმედება წინ გადადგმული ნაბიჯია და კეთილშობილურ მიზნებს ისახავს. გთავაზობთ ინტერვიუს ლგბტ საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან – დავით მიხეილ შუბლაძესთან. Continue reading

Posted in ინტერვიუ, კულტურა | Tagged , , , , , , , , , , , | 45 Comments

ლიბერალი ქრისტე აძლევს ინტერვიუს (ედრიან მიტჩელი)

                                            თარგმანი – გ.ხასაია   ვ.ნაცვლიშვილი

წყალზე სიამოვნებით გავივლიდი
მაგრამ არაფრისგან ვართ დაზღვეულები
მედიკოსებმა მიჩივლეს პირველივე
განკურნებული კეთროვანის გამო  Continue reading

Posted in არტი, თარგმანები | Tagged , , , , , , , , , | 4 Comments

ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი

1889 წელს ვლადიმერ კონსტანტინეს ძე მაიაკოვსკი დააწინაურეს და სამუშაოდ საქართველოს სატყეო მეურნეობაში გააგზავნეს. ის მეუღესთან,  ალექსანდრა ალექსეევნასთან ერთად სოფელ ბაღდათში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. 1893 წლის 19 ივლისს ამ სახლში დაიბადა პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ,  ფინანსური პრობლემების გამო ის  დედასთან და დებთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. 1930 წლის 14 აპრილს, მოსკოვში საკუთარ ბინაში თავი მოიკლა, თუმცა არსებობს მკვლელობის ვერსიებიც. Continue reading

Posted in კულტურა | Tagged , , , , , , | 11 Comments

თამაზ კანდელაკი გარდაიცვალა

თამაზ კანდელაკი

დაკრძალვაზე ათი ქალი თუ იქნებოდა. სასახლე რომ გამოეტანათ ნათესავმა მუშები დაიქირავა, რადგან არცერთი მამაკაცი მისულა , არც მეზობელი, არც ნათესავი, არც მეგობარი. გამოასვენეს და ყვავილების ორად-ორი თაიგული გამოაყოლეს.

თამაზს მეგობრების საკმაო რაოდენობა ჰყავდა, საკუთარი სტუდენტების უმრავლესობას უყვარდა  და პატივს სცემდა მას. ისინი აუცლილებლად მივიდოდნენ, მაგრამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ადამიანის გარდაცვალება “დამალა”. ეს იმ ფონზე, როდესაც სხვა ლექტორებზე, ან მათი ოჯახის წევრებზე ნეკროლოგებს წერენ და ტელევიზიაში აგზავნიან გასაშუქებლად , ხოლო პანაშვიდზე რამდენიმე სამარშუტო ტაქსით მიდიან, როცა თამაზზე  ერთი განცხადებაც არ გამოაკრეს, არ გაახმოვანეს, რამაც  გამოიწვია ინფორმაციული ვაკუუმი .

თამაზ კანდელაკი, გუშინ, 30 ივნისს დაასაფლავეს!

Posted in საზოგადოება | Tagged , , | 73 Comments