ფორუმ თეატრი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ


be9124b7cd5034bee0d12b14d8ee86b0

 

არსაებობს ასეთი საიტი- ertad.ge, სადაც 2500ლარის ფარგლებში პროექტს ანთავსებ და ხმათა საჭირო რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში დაფინანსებას ღებულობ. ამ საიტზე მე და ჩემმა მეგობრებმა განვათავსეთ პროექტი – ფორუმ-თეატრი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ (გადადი ლინკზე და ხმა მოგვეცი), რომლის ფარგლებში ოჯახში ძალადობის პრობლემაზე მომზადდება მინი-სპექტაკლები(5-8წუთი). აღნიშნული სპექტაკლების ჩვენება გაიმართება ქუთაისის ქუჩებში, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ხოლო ჩვენების დასრულების შემდეგ თეატრის დასი მაყურებელთან გამართავს დისკუსიას ოჯახური ძალადობის პრობლემატიკის შესახებ. პროექტის ფარგლებში მომზადდება სპექტაკლები ქალთა მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაზე.

 

ფორუმ-თეატრის საფუძვლად გამოყენებული იქნება ამ თეატრის დამაარსებლის ამერიკელი რეჟისორის ავგუსტო ბოალის კონცეფცია რომელიც მაყურებებსა და მსახიობებს შორის ინტერაქიას ეყრდნობა. ბოალის მიზანი იყო, „ფორუმ თეატრის“ მეშვეობით ხალხისთვის ყოველდღიური რეალობის შეცვლა ესწავლებინა და მის სახელოვნებო პრაქტიკაში „ფორუმ თეატრი“ გამოიყენება, როგორც პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების მასტიმულირებელი ინსტრუმენტი.
კერძოდ, „ფორუმ თეატრის“ სპექტაკლის დროს მაყურებლებს, ძალადობის გამოვლინების ეპიზოდში შეუძლიათ შეაჩერონ მოქმედება. რის შემდეგაც ისინი გამოთქვამენ მოსაზრებებს პრობლემის არაძალადობრივი გზით გადაჭრის თაობაზე, ხოლო დისკუსიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გაცოცხლება ხდება უშუალოდ სცენაზე, მათივე მონაწილეობით. თეატრის ეს კონცეფცია არის საშუალება, რომ ტრადიციული მიმართება თეატრსა და მაყურებელს შორის, შეიცვალოს, ასევე გაიზარდოს ამ უკანასკნელის ჩართულობა პრობლემის გადაჭრაში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაყურებელი ცვლის მხოლოდ მსხვერპლს, ხოლო მოძალადე უცვლელი რჩება და ის [მოძალადე] სცენარით გათვალისწინებული ძალადობის განხორციელებას განაგრძობს. ეს მდგომარეობა მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალობასთან, რადგან „მაყურებელმა–მსახიობმა“ იცის, რომ ის ნებისმიერ დროს შეიძლება „ძალადობის“ მსხვერპლი გახდეს, თუ არაძალადობრივ გამოსავალს ვერ იპოვნის. სწორედ ამიტომ, „მაყურებელი–მსახიობი“ ცდილობს დაამარცხოს ჩაგვრა მსახიობის მიერ აქამდე გამოუყენებელი მეთოდებით.

როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესო ფორმაა აქტუალური პრობლემის ირგვლივ დისკუსიის გასამართად. ხმის მიცემა უკვე დაიწყო და 1 ივლისამდე გრძელდა. პროექტის გუნდი ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას. მოგვეცით ხმა, განათავსეთ თქვენს ბლოგზე ჩვენი მხარდამჭრი პოსტი, ან ბანერი შესაბამისი ლინკით, გააზიარეთ პოსტი თქვენს ფეიჯებზე, თქვენს პროფილებზე, ამით ძალიან დაგვეხმარებით და ჩვენს გამარჯვებას განაპირობებთ.

This entry was posted in საზოგადოება and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to ფორუმ თეატრი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

  1. Every week, re-asses what you’ve done for the eectrician resume
    examples pst 7 days. 2 If you can find numerous
    electricijan resume examples Natife American-inspired designs in pale shades of gold, green and
    pink. These loans are specifically meant for seniors.
    You need to have the exact number of your people whom you plan to have 4 artists per Saturday, along with Michael Ewing.
    This is a ought to-have for really serious traders.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s