რადარამი


დაწერე ამ პრეზენტაციაზე, მეუბნება მათე და წიგნსაც არ მჩუქნის. ეს გაქნილი გაიძვერა.
ბოლოს თბილისში რომელიღაც მეტროსთან ვნახე. ლუდს ვწრუპავდით. ვეღარ ვწერ, განათლების პრობლემა მაქვს, ამოვიკნავლე მე. ამბობს, რომ მასაც იგივე ჭირს.
მეცინება. სად ჩემი და სად ამის პრობლემა. შეიძლება მე გაცილებით მეტი მხატვრული ტექსტი მქონდეს წაკითხული, მაგრამ ის უფრო მოქნილია, უფრო ჭკვიანი. ისაა რაც, მჭირდება. აქ არაფერი, მაგრამ ევროპული განათლება მიღებულ ტიპებთან ვერ გავქაჩავ – დააყოლა.

1352190948

ტონი ჯატი პირველად მაშინ მიხსენა. მაგარ წიგნს ვთარგმნით, მომდევნო თვეში იქნებაო. ორი დღის წინ კი ფეისბუქზე მომწერა, მოდი ქუთაისში პრეზენტაცია გვაქვს, თან წიგნებსაც გაჩუქებო.

პრეზენტაციაზე გია ჟორჟოლიანთან ერთად უნდა მივსულიყავი, მაგრამ შემაგვიანდა და მარტოს მომიწია მისვლა. ბოლო დროს თვალში არ მოვუდივარ თითქოს, ერთი ორჯერ რაღც სისულელეზე ვთხოვე კომენტარი. უნივერსიტეტში შესულს ფოეიში ბევრი ხალხი დამხვდა, ნარდის საუნივერსიტეტო ტურნირის მონაწილეები. მწვანე დარბაზში პრეზენტაციაზე გაცილებით ცოტა ადამიანი იყო.
დასასრულს დამსწრეებმა უცებ დაიტაცეს წიგნები და მე ხახამშრალი დავრჩი. ვფიქრობდი, მათე გადაინახავდა მეთქი ჩემთვის და დიდად არ გავრჯილვარ. ხოდა ხახამშრალი დავრჩი. ის კი უკმეხად მეუბნებოდა დაწერეო. მოულოდნელად პროექტორის ქვეშ ამოდებულ ტონი ჯატს მოვკარი თვალი. სწრაფად დავითრიე.

წამოსვლისას ვუთხარი იქნებ ბლოგზე დავწერო მეთქი. ჰმ–ო უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
არადა რა უნდა გავაკეთო, თითქმის აღარ ვწერ. დიდი ხანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მინდა მივაჯვა. ვთქვათ კრედით პლიუს ჯორჯიას, იპოთეკარებს წლიურ 60 პროცენტს რომ ახდევინებს. მე და ჩემი მეგობრები 8 თვეა თავ–ტრაკს ვიტყნავთ , ამ ნაძირლებისგან ერთი მრავალშვილიანი ოჯახი რომ დავიხსნათ, მაგრამ 1500 დოლარზე მეტი ვერ მოვაგროვეთ. რა აღარ გავაკეთეთ, პერფორმანსი, გამოფენა–გაყიდვა, ქუჩებში ყუთებით ხეტიალი. ვერაფერს მოახერხებ, ეკონომიკური სიდუხჭირე ყველას თანაბრად ხდის სულს. ეს თანხაც საკმარისი იქნებოდა, რომ არა ის 1000 დოლარიანი ჯარიმა რაც პროცენტის გადაუხდელობის გამო მიკროსაკრედიტომ ამ ოჯახს აკიდა. ნაბიჭვრები.
რადარამზეც ამ ოჯახიდან გამომდინარე გავიგე. გლობალ გივინგზე პროექტის დაგდებას ვცდილობდი, რა დროსაც საიტმა შემატყობინა რომ საქართველოდან უკვე გვაქვს ერთი პროექტიო.

მაშინ როცა ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი არაა, რადარამი გონივრულ სტრატეგიას მიმართავს. sms-ის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქსელში ჩაერთოს და გამოსაცემ წიგნებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიიღოს ინფორმაცია. მარტივია და მუშა. თან ნებისმიერი წიგნი ორი ლარი ღირს. ასწორებს. დიდი ფუფუნებაა.

აი მათე კი ზედმეტად ბევრ უცხო სიტყვას იყენებდა, როცა მომხსენებლის სფიჩს თარგმნიდა. ეს პრობლემაა. მინდოდა წამოსვლამდე ამაზე მეთქვა, მაგრამ გადამავიწყდა. ალბათ იმასაც ვეტყოდი, რომ მსგავსი წიგნების გამოფენისას ეს აკადემიური ოთახები არაბუნებრივია. მეტია საჭირო. საჭიროა ნარდის მოთმაშეებთან, მისვლა, ქუჩებში გასვლა და გამვლელებთან საუბარია საჭირო. რუპორი და ქუჩა, სულ ესაა.

ყავას ვიდუღებ და ბუხართან ვჯდები, უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას. დასაწყისში სალომე ასათიანის რეცენზიაა. ნაცნობია კომპოზიციაა, თავისუფლებაზე დაწერილი ბლოგის გაგრძელებას ჰგავს, აქაც ნაზია და დაუნდობელი.
იქნებ ამაღამ გადავათენო და წიგნი ბოლომდე წავიკითხო? რა ხანია ასე არ მოვქცეულვარ? ალბათ ორი წელია. ეს ისაა, რაც მჭიდება. რატომ ჩამოვრჩი საკუთარ თავს.

This entry was posted in საზოგადოება and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s