მიმართვა დაქირავებულ მუშებს (ვადიმ ლუნგული)


                                 თარგმანი რუსულიდან – გ.ხასაია   გ.წურწუმია

 

ჩვენი ცხოვრება არაფრად არ ღირს
და ყოველდღიურად ჩვენი მდგომარეობა უარესდება
ზოგიერთი ჩვენგანი ცდილობს სხვის ხარჯზე წარმატებას მიაღწიოს
მაგრამ ეს ყველას როდი გამოსდის.
ვინმე ამჩნევს, როგორ ცხოვრობენ ადამიანები
რომლებსაც ჩვენზე მეტად უჭირთ?
არადა ძალიან მალე შეიძლება
ჩვენ იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ

ტელევიზია აგრძელებს მათ გამხნევებას
ვისაც ჯერ კიდევ რამე აქვს დასაკარგი
გაზეთები და ჟურნალები ცდილობენ არ შეიმჩნიონ სიღარიბე და უსამართლობა
იმიტომ, რომ მათთვის ასე უფრო ადვილი და მომგებიანია
რეკლამა გაუკეთონ შეჯიბრს “ლამაზი ცხოვრებისთვის”
მაგრამ ჩვენი რა ბრალია, რომ საცოდავი ცხოვრება გვაქვს?
განა სხვა არჩევანი გაგვაჩნია?
შესაძლოა ასეთი მეც დამემართოს? – ვეკითხებით საკუთარ თავს

აქამდე ჩვენი პასუხები იყო:
“ჩვენ არ ვართ დამნაშავენი”
ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია
არა, ეს მე არ დამემართება –
რაც ადამიანების მცირე რაოდენობას
საშუალებას აძლევდა წინააღმდეგობის გარეშე
ზღაპრული ქონება დაეგროვებინა!

ჩვენი ცხოვრება ფუჭი და აუტანელი გახდა
ხოლო ჩვენი განზრახვები – მდაბალი და საცოდავი.
და განა ამაში ჩვენ არ ვართ დამნაშავეები?
ჩვენ არ გვაქვს სამუშაო, და თუ გვაქვს
ის დაბალანაზღაურებადი და სრულიად ცარიელია.
ჩვენი ცხოვრება ცარიელია – იმიტომ, რომ
ჩვენ არ ვითხოვთ სხვანაირს.
ხოლო ყველა ჩვენი ისტორიის ბოლოს სანაგვეზე მოგვისვრიან
სადაც ვეგდებით ვიდრე სული არ ამოგვხდება

ნუთუ სხვა გზა მართლაც არ არსებობს
და ჩვენი ცხოვრება ისტორიის სანაგვეზე დასრულდება?
შეუძლებელია ასე იყოს!
არა მგონია ეს ადვილი იყოს
მაგრამ ჩვენ მოგვიწევს
მოვახერხოთ ისე
რომ ბოლოს შეგვეძლოს ერთმანეთს ვუთხრათ
“ჩვენი ცხოვრება რაღაცად ღირს”

 

This entry was posted in თარგმანები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s