წერის შეუძლებლობა


ბავშვობაში ძაღლი მყავდა, ჩვეულებრივი ეზოს ძაღლი, უკუდო დაიბადა. ერთ დღეს ქუჩაში სამარშუტო ტაქსმა ფეხზე გადაუარა. 1 კვირა გავიდა და მან მაინც ვერ გაიარა. მერე სკოლაში ყოფნის დროს ჩემებს მანქანაში ჩაუსვამთ და ქალაქგარეთ დაუტოვებიათ. გავიდა რამდენიმე დღე და ის დაბრუნდა. არვიცი როგორ, მაგრამ ძაღლები აგნებენ საკუთარ ბინას. დაბრუნდა, თუმცა ავადმყოფი. მეორე დღეს – საღამოს პირიდან დორბლი მოდიოდა და ეცემოდა. ადგებოდა 30 წამით და ისევ ეცემოდა. მახსოვს როგორ შევედი სახლში, მივედი ხატებთან, სანთელი ავანთე და ლოცვა დავიწყე. ლოცვა არც მაშინ ვიცოდი კარგად. თან ვტიროდი, თან ღმერთს ვთხოვდი რომ ძაღლი არ წაერთმია. იმ ღამით მოკვდა, დილით მითხრეს მდინარეში გადავაგდეთო. ამის შემდეგ ჩემი ლოცვა აღარასდროს ყოფილა ასეთი გულწრფელი, ასეთი უშუალო.

*

დღეს ერთი მიყვებოდა, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა ქუთაისში ხარების ეკლესიის კათოლიკებისთვის დაბრუნების საკითხი დაისვა, (იმ პერიოდში სასამართლო პროცესიც მიმდინარეობდა) მეუფე კალისტრატეს საყდრის ეზოში პერფორმანსი გაუკეთებია. ტანზე ჯაჭვებშემოხვეული იდგა და ბოლო ხმაზე ყვიროდა, ამ ეკლესიას არ დავთმობ! ამას არ დავთმობ! ჩემი მოკვლა მოგიწევთ დემონის მსახურებო! მეუფე კალისტრატე ლექსებსაც წერს და მისი აზრით მიხეილ სააკაშვილი მეორე აღმაშენებელია. რა საყვარელია არა?!

*

შობას სოფელში წავედი და რამდენიმე დღე დავრჩი. ერთ დილით მეზობლის ტირილმა გამაღვიძა. მგელს ძროხა ბოსლის წინ დაეკლა. თითქმის აღარაფერი იყო მისგან დარჩენილი. ვგულისხმობ ძროხასაც და მის პატრონსაც. იდგა ეს მარტოხელა ქალი და ტიროდა. ქმარი გარდაცვლილი ჰყავს, შვილები ქალაქში ცხოვრობენ. „რა მეშველება უშენოდ „მინდორა“, აწი როგორ ვიცხოვრო გოგოოო“?! რთულია სოფლის ცხოვრება. წლის დასაწყისიდან ბოლომდე ყანას და ვენახს უნდა ელოლიავო, გვალვების უნდა გეშინოდეს და წვიმებისთვის უნდა ლოცულობდე. კრუხს წიწილები უნდა დააჩეკინო, ძროხა დღეში ორჯერ გადააბა, წყალი დაალევინო და სხვა. მერე წიწილს ქორი იტაცებს, ძროხას მგელი ჭამს და ასე ყოველ წელს, მცირედი შესწორებებით იგივე ხდება. ბევრი ალბათ ახლობელს არ დაიტირებდა ისე, როგორც ვენერა ტიროდა თავის მამა-მარჩენალ ძროხას. ან იქნებ ვცდები?! რას გაიგებ…

*

ხდება შემდეგნაირი რაღაც. ინვესტორი მიდის კერძო დასახლებაში და მათ თავაზობს ამ ადგილზე კორპუსის აშენებას. მოსახლეობა ეთანხმება. დაანგრიეს სახლები. დაიწყეს საძირკვლის კეთება. ნახევარი სართული ამოიყვანეს. მერე ეს ჰამერიანი ინვესტორი ორჯერ დაიჭირეს,რამდენიმე ასი ათასი ლარი გადაახდევინეს და საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს . (უყვარს ხელისუფალს ბიზნეს სექტორი. ორგაზმს განიცდის) და ამ კეთილმა კაცმა ბინის აშენება დაიკიდა. ახლა რამდენიმე ოჯახი სახლის გარეშეა დარჩენილი და ნაქირავებში ცხოვრობს, ხოლო ერთი მათგანი ფარეხის მაგვარ ორ ოთხში, ეტლიანი ბავშვით. უყვარს ხელისუფალს დაპირებები! ამ ოჯახის განცხადებას დახმარების შესახებ ოფიციალურად არ უპასუხეს, ხოლო მერიაში ამ უბნის წარმომადგენელმა პირად საუბარში ასეთი რამ უთხრა ოჯახს: რამეს მოგიხერხებთ.

გუშინ ქუჩაში ქრისტე შეგვხვდა მეგობრებს. ძალიან გაბრაზებული იყო. დამპალო ვირთხებო მერამდენედ უნდა გითხრათ, რომ ყველაფერი არც კეისარს უნდა მისცეთ, არც ღმერთს?! ყვიროდა ის.  „ეგეც არ იყოს, ნათლობა მინიმუმ 50 ლარი ღირს, ჯვრისწერა 150. გარდა ამისა ეკლესია-მონასტრებში უამრავი საგანი იყიდება, საეკლესიო მაღაზიებიც არ დაგავიწყდეთ! სახელმწიიფო რატომ ბეგრავს გლეხს და რატომ არა ეკლესიას?! რა, ბიუჯეტს დამატებითი შემოსავალი აწყენს?!
რა ეშმაკმა გამოგაყლევათ, ხმა ამოიღეთ, კანონი მიიღეთ, ქვეყანა თავისით არ აშენდება.“

მე ვუთხარი, რომ ღმერთს ასეთი სიტყვებით ლაპარაკი არ შეშვენოდა.
მან მითხრა, რომ ეს არ იყო მისი სიტყვები, არამედ ვიღაცისას ციტირებდა.
გიომ უთხრა, რომ თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი, რომლის ციტირება ბევრჯერ ბევრის მიერ ბევრნაირად მოხდა.
მან უთხრა, რომ გაუგებრად ლაპარაკობს და ცოტა ხანში დაამატა – შესაძლოა ასეც იყოს.
შენ სოციალისტი ხარ?- ნინომ უთხრა.
რა თქმა უნდა. ლოლ. წამო ლუდი დავლიოთ, რამე ვჭამოთ და კონსტიტუციაზე ვიბაზროთ- იყო პასუხი.

This entry was posted in საზოგადოება and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to წერის შეუძლებლობა

  1. razmua says:

    კალისტრატეს კითხე აბა ეგ პერფომანსი თუ იყო ან მისიანებს🙂 ეგ იყო თავდადება ტე შტო🙂🙂

  2. prodigycow says:

    რა თქმა უნდა. ლოლ. :)))

  3. merabij says:

    malxaz minda gitxra rom miuxedawad imisa me shen ar gicnob, tkwens naazrews patiws wcem, magram mgonia rom am tekstshi seriozulad acharbebt. me mesmis (albat tkwenc) “epataji” rasac nishnaws magram kwelapers tawisi zgwari akws, ara mgonia im miznis misagcewad, rasac tkweni da uamrawi tkweennairis cnobadoba kwia, gamartlebuli ikos aset kontekstshi uplis saxelis moxsenieba. kwelaperze cera ar sheidzleba dzmao!

    • ladiko93 says:

      გეთანხმები, და იცი რა არის ყველაფერი არ უნდა იკადროს რომ ვიღაცა მის პოსტებს კითხულობდეს, შეილება მან იფიქროს რომ ჩვენი საქმე არ არის..სიმართლე რომ გითხრა საერთოდ არ მაინტერესებს რას იფიქრებს მარა, ამით საკუთარ თვსაც არცხვენს და იმ საზოგადოებასაც რომელშიც გაიზარდა….საუკუნეების მანძილზე არ სწამდათ ღმერთი და კიდე საუკუნეები ვერ იწამებს გარკვეული კატეგორია…მაგრამ უფალი მათი ღმერთიც იყო შენიც და ჩემიც იქნება გინდა ეს თუ არა….და ნუ ემტერები შენზე ძლიერს…

  4. sofio kupatadze says:

    ყველაზე ცუდი,უფრო კი ის მგონია,რომ ამ თემით შეიძლება დამწერი ფიქრობდეს წაკითხვადი გახადოს თავისი ნაწერი,ამას კი დღევანდელ სასულიერო პირებს და ქრისტეს სახელით მოდემაგოგე ადამიანებს უნდა ვუმადლოდეთ:(

  5. Salad says:

    ხშირად მომსვლია ასე:/

  6. ეკლესია დაიბეგროსო ? მერე ჯიპით მე ვიარო ეკლესიას რომ დაბეგრავენ ?😀

  7. da ra qeni exla es ro dawere? da ro ar dagewera? anu yvelafris dawera shegidzlia xo? sheni mshoblebi ro dainaxo aqtis dros meore dges aq dawer da ityvi ro mere raao xo? eg sheni patarachkuis vitom filosofiuri gamonajoni shentvis sheinaxe da ufals patieba txove tundac imitom rom ar mjeravs rom iseti adamiani ar giyvardes visax ufali uyvars, xoda pirvel rigshi imat amcireb da mere axalgazrda taobas idiotizms achveneb. ufalma shegindos da gapatios

  8. გუშინწინ მივდიოდი ქუჩაში, სასტიკი ქარი და სიცივე იყო.
    თევდორე მღვდლზე სულ ბევრი მათხოვარია. საერთოდ, თბილისში აუღწერლად ბევრი მათხოვარია. იმდენი ვნახე ამ 7 თვეში და ისეთი, გავგულგრილდი. ფსიქიკა თავს იცავს.
    მაგრამ გუშინწინ.. ერთი საცოდავი ქალი უკვე ვეღარც იჯდა, ეგდო. მართალია, ხმა საკმაოდ ჯანიანი ჰქონდა მაინც, მაგრამ.. წარმოდგენა არ გაქვთ, რა სიცივე იყო. მე პირადად არაფერი გამაჩერებდა ქუჩაში. ის კი კიდევ გაყინულ ასფალტზე ეგდო.
    მეტროსთან რომ მივედი, ერთმა შემაჩერა, მხნე ახალგაზრდამ “ტაძრის მშენებლობაზე ხატი შეიძინეთ”. გავუარე. მეორე მომიახლოვდა “ტაძ… “. ჩავედი მეტროში. “უკაცრავად ერთი წუთი შეიძლება? – ასე ოცი წლის გოგოა- ხატი… “.
    ვაგონში – “პატრიარქის კურთხევით, შევიძინოთ….”. იმის გარდა რომ ისედაც ყველგან გაკრულია “ამის სახელობის ტაძარი, იმის სახელობის ტაძარი, ჯეოსელი მაგთი ბილაინი ზარი ერთი ლარი”.
    ამბობენ, ზემოთაღწერილ ახალგაზრდებს ახლა მამაოებიც დაჰყვებიან ხოლმე.
    მე კი ავუარე გვერდი იმ ქალს. როგორც მრავალ სხვას.
    მამაოები რას აკეთებენ ნეტა.
    მე არ ვიცი, რა არის მართალი და სწორი და უნდა დაიბეგროს თუ არა ეკლესია.
    ერთადერთი, ის მაინტერესებს, რამდენი უნდა ტაძრის და რამდენი უსახლკაროთა თავშესაფრის აშენებას და რა ნომერზე უნდა დავრეკო ამ უკანასკნელს რომ ჩავურიცხო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s