ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი


მათ არაფერი აკავშირებთ „მაღალ“ კულტურასთან, გაქსუებულ ხელოვანებთან. ეძებენ სექსის და პოლიტიკის კვალს კედლებზე, ყვირიან ღამის ქალაქში, მღერიან ისე, რომ გაიგოს მთელმა უბანმა, დადიან წყალზე, მათ ენა არ აქვთ, უფრო სწორედ ისედაც აქვთ, უფრო სწორად ასე ათავებენ. ალბათ ნახავდით, როგორ დგანან ყველა შემოსასვლელ-გასასვლელთან და ურიგებენ იარაღს მშიერ-მწყურვალთ. ქუთაისში პოეტური პერფორმანსეის კეთების პარალელურად ამ რამდენიმე ხნის წინ არტისტებმა (გიორგი ხასაია. გიორგი წურწუმია. ვაკო ნაცვლიშვილი. მირიან გორგოძე. ლევან ბიბილეიშვილი) ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი გააკეთეს. გთავაზობთ ინტერვიუს – გიორგი ხასაიასთან.


საიდან გაჩნდა ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრის ჩამოყალიბების იდეა?

არსებობს ასეთი გამოთქმა, პირდაპირი მოქმედება, უშუალო მოქმედება, რომელიც რევოლუციურ, ანდა მასთან დაკავშირებულ ქმედებებს ეხმიანება. გათვალისწინებით მარკუზიანული აპათიის და სხვა ბევრი ფაქტორის, ეს იყო ერთგვარი – პაროდიას ვერ ვიტყვი- რევოლუციის შეუძლებლობის განცდით დარქმეული სახელი. ანუ ეს აღარ არის პირდაპირი, არამედ ირიბი მოქმედებაა. რასაც ვაკეთებთ პოლიტიკური ჟესტებია და რახან ცოცხალ პუბლიკასთან შეხება არ ხდება, მისი გავრცელების ერთადერთი გზა სოციალური ქსელებია.

რა საჭიროებები არსებობდა თეატრის არსებობისთვის?

იცით, ფართო გაგებით ხელოვანი პოლიტოკოსია. როცა ამას ვამბობ ვეყრდნობი ჟაკ რანსიერის და სხვა ბევრი თანამედროვე მოაზროვნის ესთეთიკის თეორეტიკოსის დაკვირვებებს, მაგრამ ერთია პოლიტიკური ანგაჟირებულობა, ან პოლიტიკური შემადგენელი კონკრეტულ არტისტულ ჟესტში, მაგრამ სულ სხვა თემაა როდესაც შენ აკეთებ პროექტს, სადაც საუბრობ მხოლოდ პოლიტიკაზე, ან სოციალურზე და ა.შ. რასაკვირველია იყო ამის საჭიროება. პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორც წესი გაძევებულია ამგვარი არტისტული დისკურსი. ჩვენ ვიმყოფებით რაღაც დისციპლინარული სანატორიუმის მაგვარში, სადაც მხოლოდ დისციპლინის ფარგლებში შეიძლება ძალაუფლების ქებაც და კრიტიკაც. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ გვჭირდება რაღაც უფრო მეტი და ეს პროექტი გავაკეთეთ.

პერფორმანსეზე ვისაუბროთ. ერთ-ერთ ვიდეო არტში(მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს) თქვენ საუბრობთ საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში კლიტორის ქანდაკების დადგმასთან დაკავშირებით. რას უკავშირდება ეს ვიდეო?

ეს ვიდეო უკავშირდება ძალაუფლების ერთ აკვიატებას. ის ამბობს, რომ სახელმწიფო არის ყველაზე მთავარი და რახან არსებობს გარე საფრთხე, ამიტომ დემოკრატია აქ იქნება იმდენი, რამდენსაც მე ჩავთვლი საჭიროდ, რამდენსაც მე დავუშვებ. გარდა ამისა ჩვენ ღვინის მოყვარული ქვეყანა ვართ და მთვრალებს ხშირად გვინდა მოვეფეროთ სამშობლოს,რასაც სუფთა ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ. ეს კლიტორი კი, რომელიც სახელმწიფოს განსახიერებს მოფერების საშუალებას მოგვცემდა. ამით ჩვენ სახელმწიფოს ყველაზე ნაზ, სათუთ და მგრძნობიარე ადგილებში ვეფერებით.

ამ თემას ეხმიანება პერფორმანსი სახელმწიფოსა და თავისუფალ ბაზარზე(დისციპლინარული მანტრა). რა მესიჯი გააკეთეთ ამ ჩანაწერით?

ამ ვიდეოში არის ორი დაბმული ადამიანი. ე.ი. თავისუფალი ბაზარი, რომლის ლოგიკაც თითქოს ასეთია, რომ თვითონ დაარეგულირებს ყველაფერს, ჩვენს შემთხვევაში იძენს რაღაც პაროდიულ ფორმებს. მაშინ როცა განცხადებულად გვინდა თავისუფალი ბაზარი, ვქმნით მონოპოლიებს და ა.შ. რაც შეეხება სახელმწიფოს, ეს ზუსტად იმ თემის გაგრძელებაა, რაც უკვე ვთქვი. ეს არის ასე ვთქვათ- დემოკრატია ყლუპებით. ჩვენ შეიძლება ჩაგვარტყან, შეიძლება დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი არ გვქონდეს, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის 70%-ით ვირჩევდეთ ვიღაცებს. ამ საკითხების ილუსტრირებაა ეს მანტრა. „კმაყოფილი ხარ? ჰო. შენ? – კი . „

რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე ძალიან საინტერესო პერფორმანსი გაქვთ(სულთა მებადურები). რას იტყვით მასზე?

ჩვენ ვიცით, რომ 6 მაისი გამოცხადდა პოლიციის დღედ. ასევე ამ დღეს გიორგობაა. სახელმწიფომ და ეკლესიამ გადაკვეთეს ერთმანეთი და ეს ანტისეკულარული წერტილია. ამით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს საერო სახელმწიფოს იდეას. აქედან წამოვიდა ამ ვიდეოს გაკეთების სურვილი. თავისუფლად შეიძლება ისინი გადაიდღაბნონ ერთმანეთში, ანუ მღვდელმა იარაღის ტარების უფლება მიიღოს, პოლიციელმა აღსარების ჩაბარების. ეს რა თქმა უნდა ჰიპერბოლიზებაა და ერთგვარი ექსტრაპოლაციაც, იმისი რა ტენდეციაცაა, რაც ხშირად გვაქვს და არ ვღებულობთ.

პერფორმანსი:ფული და ლოცვა. რამ გამოიწვია მისი გაკეთება?

ეს გამოწვეულია იმ აქციებით და შემდეგ მათი დაშლით, რასაც ხშირად ვღებულობთ . კარგად ვნახეთ, როგორ ექცევა ადამიანებს ჩვენი პოლიტიკური კლასი, რომელიც აბსოლუტურად ხეპრე, უპასუხისმგებლო და გაუნათლებელია. მე ვფიქრობ, რომ ისინი … ძღნერები არიან. მათ ქმედებებში არაფერი არ არის კრეატიული, არაფერი ისეთი, რაც მომავალს მიემართება. ქართული პოლიტიკური კლასი და პროცესი არის თავისებური სასაფლაო. ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ ქართული კულტურაა სასაფლაო, დღეს ყველაზე ნათელია, რომ ჩვენი პოლიტიკაც სასაფლაოა.

ლაკანს აქვს ასეთი რამ: 1+1=3. შემდეგ ეს ჟიჟეკსაც აქვს თავისებურად ინტერპრეტირებული. ფერლინგეტის ერთ ლექსს დავესესხეთ ვიდეოში, რომელშიც ამბობს: „შენი მთავრობა არის ჩიტი, რომელსაც ორივე ფრთა მარჯვენა აქვს“. ანუ ქართულ პოლიტიკურ კლასში რეალური მემარცხენე ძალა არ არსებობს. მემარჯვენეების დაპირისპირება საჭიროა მესამეს გაძევებისთვის, რომელიც რეალური პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს. მესამე არ იყოფება ძირითად სამოქმედო არეალში, ამიტომ უდრის 1+1 სამს.

მე ვიცი სოციალ დემოკრატები-საკმაოდ გამართული პოლიტიკური პროგრამით, რომლებიც არიან დისკრიმინირებულები და უახლოეს განხილვად მომავალში დისკრიმინირებულად დარჩებიან. მათ არ დაუშვებენ ცენტრალურ ტელევიზიებზე და ა.შ. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მმართველი კლასი საბაზრო ფუნდამენტალისტია, ამის გარდა ოპოზიციაც ასეთია. თუ საშუალო დონის მემარჯვენე გადაწყვეტს, რომ წყალი იყოს უფასო-ეს არ ნიშნავს მის სოციალისტობას, ეს უბრალოდ პოლიტიკური დემაგოგიაა. მოკლედ, ეს მესამე უნდა შემოვიდეს სამოქმედო ველზე.

ახალ უნივერსალიზმებს“ შეეხე. მთავრობის ორივე მარჯვენა ფრთის გარდა, მანდ საუბარია – რომ ყველანი ჯაშუშები, მრევლი, მომხმარებლები ვართ.

ეს არის პავლე მოციქულის სიტყვები, რომლითაც ქრისტიანულ უნივერსალიზმს დაედო საფუძველი, როგორც ამას ალან ბადიუ წერს. ქვეყანაში სასაცილო სიტუაცია გვაქვს, ჩვენ ერთდროულად ვართ მრევლი, იმავდროულად მომხმარებლები, იმავდოულად პოტენციური ჯაშუშებიც ვართ და სხვა. ეს აღარ არის უნივერსალიზმი, არამედ კვაზი უნივერსალიზმია ძალიან საშიში ტენდეციებით და ერთ მშვენიერ დღეს ის აუცილებლად იფეთქებს რელიგიურ ფუნდამეტალიზმში, ან მოხდება სოციალური აფეთქება და ასე შემდეგ.

თქვენ გქონდათ დეტერიტორიალიზებული პერფორმანსი, „შეცდომების გასწორება“. ნიღაბგაკეთებულები ველოსიპედებით მოძრაობდით ქალაქში, წინ ანგელოზი მოგიძღოდათ გულზე პლაკატით, მედიუმი მკვდარია. ასევე იყო პლაკატი, რომ თქვენ გაქვთ წითელი ფანქარი.

თავის დროზე სიტუაციონისტებსაც ჰქონდათ მსგავსი ფსიქო-გეოგრაფიული პერფორმანსები.
თუ გავიხსენებთ ჰაკიმ ბეის, რომელიც ცოტა ძველმოდურად მეჩვენება, ეს იყო პოეტური ტერორიზმის იდეა, ეს იყო ზღვრების მოსინჯვა, ტერორიზმის ფორმების მოსინჯვა. იქ ჰაკიმ ბეის ჩამოთვლილი აქვს პირდაპირ ფორმები, მაგრამ ჩვენ რაღაცები ვცადეთ ჩამონათვლის მიღმაც კოლაჟის გზით. ცოტა სიტუაციონისტები, ცოტა ჰაკიმ ბეი. ეს საინტერესო იყო რეაქიების თვალსაზრისით.
როცა პოლიციამ გაგვაჩერა, ნიღაბმოუხსნელები ველაპარაკებოდით და იმდენად დაბნეულები იყვნენ არცერთს მოსვლია თავში, რომ ეთქვათ მოიხსენითო. ორჯერ გაგავაჩერეს. უშიშროებაში გადარეკეს. ჩვენ დავარწმუნეთ რომ ფილმს ვიღებდით და გაგვიშვეს.

რაც შეეხება წითელ ფანქარს, ის უკავშირდება ჟიჟეკის მონაყოლ ერთ ანეკდოტს, რომლის მიხედვითაც ადამიანი აღმოსავლეთ გერმანიიდან ციმბირში მიდის სამუშაოდ. მან იცის, რომ მისი წერილები კაკებეს „გაივლიდნენ“. ის მეგობრებს უბარებს, რომ თუ მე დავწერ სიმართლეს დავწერ ლურჯი პასტით, თუ ტყუილს – წითელი პასტით. ცოტა ხანში მეგობრებს მისგან მოდით წერილი, რომ ყველაფერი კარგადაა, ყველა პირობაა, გოგოებიცაა, მაგრამ ერთი პრობლემაა: წითელი პასტა ვერსად ვიშოვე. ჩვენ დაახლოებით ამ დღეში ვართ, ვიცით რომ გვაქვს პრობლემები, მაგრამ არ გვაქვს წითელი პასტა, ანუ არ გვაქვს ის ენა, რომელზეც არტიკულირდება ჩვენი პრობლემები. ენა წართმეულია. დისკურსი აღარ არის ის მედიუმი, იმიტომ რომ ძირითდი მედიუმი ხდება ფული და რიცხვები გამორიცხავენ სიტყვებს, დაახლოებით ასეთი ლოგიკაა. ეკონომიკა აპელირებს რიცხვებით, დისკურსი სიტყვებით. ლევანი, რომელიც ანგელოზს ანსახიერებდა, ამბობდა რომ მედიუმი მკვდარია. მესიჯის მომტანი აღარ არის ანგელოზი და ვინ შეიძლება ის ჩაანაცვლოს? იქნებ ტერორისტმა? პოეტურ ტერორიზმს ვგულისხმობთ, ცხადია.

შენს ტექსტზე გააკეთეთ კომპოზიცია, ლუზერის საიდუმლო დღიური. მასზე რას იტყვი?

ეს წმინდა სოციალური ვიდეოა, რომელიც ახალგაზრდების პრობლემებს შეეხება. ის არის ადამიანზე, ვინც ვერ პოულობს საკუთარ თავს და მეც და ჩემი მეგობრებიც ლუზერები ვართ. გარკვეული ირონიაა ამაში. რომელიღაც სოციალური ჯგუფებისთვის ჩვენ ასეთები ვართ, რა თქმა უნდა მე არ ვთვლი თავს ლუზერად. ეს ჩანაწერი არის ადამიანზე, რომელიც სხვებს არ უტყდება, რომ ლუზერია და მერე ღამ-ღამობით ტირის .

დიადემა კი იმიტომ აქვს, რომ ლუზერი წმინდანია. მიმაჩნია, რომ დღეს რაღაც საკრალურის შენარჩუნება ხდება განდეგილობის და ტერორისტობის შემთხვევაში. აბა კითხეთ, ნებისმიერ თანამედროვე წარმატებულ რომელიმე საშუალო მენეჯერს, ბერიც და ტერორისტიც ლუზერია. რაც ყველაზე მთავარია, ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ჩვენ ყველას დაბადებიდან გვაქვს ბანკის ვალი. ეს ძალიან საინტერესო რამეა. ერთ დღეს გაგვინათდება გონება და მივხვდებით ამას. ცოტა ხანში სავალდებულო აღარ იქნება ის, რომ სესხი გქონდეს აღებული, შენ ასეთად დაიბადები და შენ გექნება ბანკის ვალი. ეს დრო შორს არაა. ამიტომ ჩვენი მიზანი რა არი? მე ამაზე დავწერე ერთ-ერთ ბოლო ტექსტში, რომ ბანკის სათვალთვალო კამერის წინ სრულიად უანგაროდ ვეხუტებით ერთმანეთს. ეს ძალიან კარგი იდეა, ახალგაზრდებს შეუძლიატ აიტაცონ ეს. ბანკის წინ, რომელიც აბსოლუტურად იმაზე დგას, რომ ანგარებიანი ინსტიტუტია, ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ ასეთი აქცია. მათი სათვალთვალო კამერების წინ ჩავეხუტოთ, ან ვაკოცოთ ერთმანეთს. მე და ჩემმა შეყვარებულმა გავაკეთეთ ეს. რომელიღაც ბანკის წინ, დავარქვათ მას პირობითად ძღნერ-ბანკი. ( ეს სახელი არსად გამოიყენოთ, ჩემი მოფიქრებულია და საავტორო უფლებები დაცული მაქვს) ძღნერ-ბანკის წინ მე და ანიმ ვიზასავეთ სადღაც ერთი წუთი და უბრალოდ გვიხაროდა.

საკმაოდ საინტერესო და ვრცელი ინტერვიუ გამოვიდა. შევაჯამოთ.

მე ვფიქრობ, რომ დღეს ერთადერთი გამოსავალი რჩება. სივრცე უნდა გამოთავისუფლეს ახალი ხელოვნებისთვის და ხელოვნება სულ უფრო ხშირად უნდა გაკეთდეს ისეთ ადგილებში, სადაც მას ტრადიციულად არ ელოდებიან, როგორც ქეთი ჩუხროვი იტყოდა. ეს ერთადერთი გამოსავალია. ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და დაწვან, ან ააფეთქონ მაგალითად თეატრალური უნივერსიტეტი?! მაგალითად სამხატვრო აკადემია?! (სასურველია თუ ამას მსხვერპლის გარეშე გააკეთებენ.) მათ ეს უნდა შეძლონ, ისინი უნდა გადაახტენ საკუთარ თავს, განათლება კი მიიღონ პერიპათეთიკურად. ვფიქრობ, აბსოლუტურად ძღნერში ვართ და მე მქონდა მცდელობა განავლის კვლევის, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ეს გაბედული ნაბიჯი იყო. ჩვენ უფრო შორს უნდა წავიდეთ. ხელოვნება უნდა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. მოდერნისტული აუტიზმი წაგებული პროექტია, ისევე როგორც პოსტმოდერნული „ხალტურშიკობა“. აქ უნდა გაჩნდეს რაღაც მესამე, რომელიც არ იქნება არც მოდერნიზმი, არც პოსტმოდერნიზმი, არამედ რაღაც სხვა.
ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს ყველას, ვისაც უნდა ამ სფეროში ღაც ისეთი გააკეთოს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის, რაც დაიჭირა მერშელ დუშანმა და რაშიცაა მისი გენიალურობა, რომ ხელოვნება არ არის ის, რაც იწარმოება. ხელოვნება ისაა, რაც ხელოვნებად ინიშნება. დანარჩენი მერე არტკრიტიკოსებმა არკვიონ. რაც მთავარია, ხალხთან(რომელიც არ არსებობს), ურთიერთობის ენებია მოსაძებნი. როგორც ტერი იგლტონი წერს რევოლუციამდე(1917) და მის შემდეგაც. ეს მოახერხეს მაიაკოვსკიმ და მეიერხოლდმა. ეს უნდა შევძლოთ ჩვენც, ეს უნდა შეძლოს ყველამ.

This entry was posted in არტი, ინტერვიუ, პოლიტიკა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

31 Responses to ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი

  1. spamwriters says:

    ხალხო რას ფიქრობთ აბა, ხომ არ აჯობებს ვიდეოები თითოეული პასუხის ბოლოს ჩავსვა?

    • აი, ეგ უნდა დამეკომენტარებინა წეღნ, მაგრამ სანამ კითხვა არ ჩვამთვრე არაფერი ვთქვი.
      ვიდეოები სჯობს თმატურად იყოს ჩასმული იქ, სადაც ნახსენებია ესა თუ ის მონაკვეთი.
      მომწონს ამ ბიჭბის ხედვა.

      • spamwriters says:

        ანუ იმიტო ვეჭვობ, რომ შეიძლება ვიდეოებმა ტექსტს მოგწყვიტოს. რას ფიქრობ ამაზე? ანუ ყურებას დაიყებ და მაგ ვარიანტში

      • spamwriters says:

        თან ტექსტი ისედაც დიდია და ამიტომ ვამჯობინე ასე. თუ რამე მერე აიწევი ზემოთ და თავიდან წაიკითხავ პასუხებს.

      • როდე says:

        ხო მერე რა? აბა ჩემ ბოლო პოსტს შეხედე 3 კილომეტრიანია! ;დდ აჯობებს ჩასვა😉

      • spamwriters says:

        როდე, კადრები იყო ჩასმული, ახლა ამოვიღე და ტექსტში ჩავსვი

  2. ვფიქრობ, მკიტხველი თნადროულად მაყურებელიც უნდა იყოს ამ შემთხვევაში. ყოველი პასუხის შემდეგ უნდა მიეცეს საშუალება რაზეა საუბარი. ან შესაძლოა, თვითონ ტექსტს მიენიჭოს ლინკის ფუნქცია. ვიდეოს გვერდზე იხილონ თავად ვიდეო და შემდეგ განაგრძონ კითხვა. მით უმეტეს, ბევრი ისეთი შემოდის, ვინც ნაკლებად იცის იმ ალუზიური ბანერების შესახებ, რაც ვიდეოებშია გამოყენებული. ტექსტი მთლიანად ვიდეოებთანაა დაკავშირებული და მათ გარეშე აღქმა, ანუ ბოლოს ჩამოსვლა და აქ ნახვა მათი ცოტა არაკომფორტულია. მართალია, პოსტი ცოტა დაიწელება, მაგრამ აღსაქმელად უფრო მოსახერხებელი იქნება.

  3. როდე says:

    ძალიან კარგია🙂 წინ გამარჯვებისაკენ! ;დ

    ჰო ისა, “მედიომ იზ დეად”–ის ვიდეოს რა კარგი მუსიკა ადევს, ვინაა? მინდა მოსმენა🙂

  4. chankotadze says:

    შგენიალური ანტიმძღნერია❤

  5. Giorgi Bundovani (GOSHA TUMANNI) says:

    მიუხედავად იმისა, რომ ჩემი, მულტიმედია არტ-ჯგუფ ”STIGMAT”-ის არტი (FILM’S-POETRY–კინო-პოეზია), თავისი აწ 43 მინი არტ-Фილმით, თავისი ესთეტიკითა და კონცეპციით რადიკალურად განსხვავდება ამ საინტერესო პოლიტიკური არტ-თეატრისაგან, სიამოვნებით გავეცნობოდი – ”ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი”-ს წევრებს და იმედია გავუზიარედით ერთმანეთს ჩვენს შემოქმედებასა და არტ-ხედვას…
    რამოდენიმე ვიდეო ზალიან მომეწონა და გავიზიარე კიდეც ჩემს Фეისბუკზე!.. :))
    თუ კი სურვილი გექნებათ, ასე შეგიძლიათ მომძებნოთ Фეისბუკზედ: Гоша Туманный
    პატივისცემით, მულტიმედია არტისტი, პოეტი–გიორგი ბუნდოვანი

    • spamwriters says:

      ვეტყვი ბიჭებს🙂 არ ვიცი რამდენად მოხერხდება გეოგრაფიული მდებარეობიდან გაცნობა, მააგრამ სეუძლებელი არაფერია🙂

  6. selfanarchy says:

    ძღნერ-ბანკი❤
    good job!

  7. mowyenili winda says:

    ხალხო რას ფიქრობთ აბა, ხომ არ აჯობებს ვიდეოები თითოეული პასუხის ბოლოს ჩავსვა?<<<<სადაც არის იქ ჯობია რადგან ჯერ ნახავ ვიდეოს შემდეგ გააკეთებ შენს დასკვნებს თუ რისი თქმა უნდა ავტორს, და მერე მოისმენ თუ რამდენად ჩაწვდი ავტორის ჩანაფიქრს..ძალია მომეწონა გამოხატვის ფორმები ბევრი ისეთი რამ არის რაზეც ზოგადად ადამიანი ნაკლებად თუ ჩაპიქრდება…რაც შეეხება პირველ პერფომანს ვპიქრობ აპსურდული შეთავაზება პრეზიდენტისადმი გამოხატავს იმას, რა შეთავაზებებსაც იღებს ხალხი სახელმწიპოსგანნ…ანუ აპსურდი აპსურდის წინააღმდეგ… 🙂

  8. mowyenili winda says:

    შემატყობინოს ვინმემ და არ გამოვტოვებბბ…. 🙂

    • spamwriters says:

      უნისში ყოველთვის გამოკრულია აფიშა🙂 ჩემს კედელზეც მოიძიება ინფო ფეისბუქში🙂

  9. mowyenili winda says:

    ძალიან მაგარია..ინპორცაციის მოძიებაც შეიძლება მაგრამ მთავარი პრობლემა მანდ ნაცნობების არყოლაა …😦 მაგრამ ეგ არაპერი ახალი სეზონიდან გააქტიურებული წინდა დაუბრუნდება პუბლიკასს… 🙂

  10. niksologi says:

    ”სივრცე უნდა გამოთავისუფლეს ახალი ხელოვნებისთვის და ხელოვნება სულ უფრო ხშირად უნდა გაკეთდეს ისეთ ადგილებში, სადაც მას ტრადიციულად არ ელოდებიან, როგორც ქეთი ჩუხროვი იტყოდა. ეს ერთადერთი გამოსავალია. ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და დაწვან, ან ააფეთქონ მაგალითად თეატრალური უნივერსიტეტი?! მაგალითად სამხატვრო აკადემია?! ”

  11. ochila says:

    აფეთქებები სულაც არაა საჭირო. თუ მაგარი ხარ, შენ შენი, ახალი ხელოვნება შეჰქმენი და ისე ,,ააფეთქე” გარე სამყარო😉

  12. Butterfly says:

    ირიბი <3<3<3 : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s