ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი


1889 წელს ვლადიმერ კონსტანტინეს ძე მაიაკოვსკი დააწინაურეს და სამუშაოდ საქართველოს სატყეო მეურნეობაში გააგზავნეს. ის მეუღესთან,  ალექსანდრა ალექსეევნასთან ერთად სოფელ ბაღდათში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. 1893 წლის 19 ივლისს ამ სახლში დაიბადა პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ,  ფინანსური პრობლემების გამო ის  დედასთან და დებთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. 1930 წლის 14 აპრილს, მოსკოვში საკუთარ ბინაში თავი მოიკლა, თუმცა არსებობს მკვლელობის ვერსიებიც.

პოეტის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე, 1940 წელს, ამ სახლში მაიაკოვსკის მუზეუმი გაიხსნა. (რომლის ბაზაზე არსებობს ბაღდათის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ) მნახველების რაოდენობა წელიწადში  3500 კაცამდეა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მუზეუმისთვის 42 000 ლარია გამოყოფილი.

როგორც მუზეუმის დირექტორი, ბექა კუჭუხიძე ამბობს, ალექსანდრამ  წასვლის წინ სახლიდან ნივთების უმრავლესობა  გაყიდა. რამდენიმე წლის შემდეგ ის ბრუნდება საქართველოში და რაღაც ნაწილს უკან გამოისყიდის. პოეტის დედა  ღრმა მოხუცებული გარდაიცვალა და სიცოცხლეში საკმაოდ ხშირად სტუმრობდა მაიაკოვსკი სახლ-მუზეუმს.

დღეს ეს ნივთები მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. ოთხმოცდაათიან წლებში მუზეუმი გაძარცვეს და დაიკარგა ისეთი მნიშვნელოვანი ექსპონატები, როგორიცაა ფატეფონი, ფოტოაპარატი და სხვა.  2000 წელს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში(როგორც ხდება ხოლმე) ვაჟა ლორთქიფანიძემ პირადი ბიუჟეტიდან 10  000 ლარით დააფინანსა მუზეუმის რესტავრაცია.  ხოლო 2008 წელს, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მუზეუმს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

გუშინ მუზეუმი დავათვალიერე და ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ლიტერატურული განყოფილებისგან განსხვავებით, სახლის შიგნიდან გადაღების უფლება არ მომცეს.(მუნიციპალიტეტის ნებართვა ჭირდებაო.) აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ დღეს, მაიაკოვსკი დაბადებიდან 118 წლის თავზე, წინა წლებისგან განსხვავებით  მუზეუმში არაფერი ხდება. დირექტორის განცხადებით, ვისაც ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიეღო, ყველა ოტიას დაკრძალვაზეა, ამიტომ  მომდევნო ხუთშაბათისთვის გადაიდო. როგორც ჩანს ფართო აუდიტორიის წინაშე სპექტაკლის თამაში სჯობს 40 კაცში მაიაკოვსკიზე  გულითად საუბარს.

წელს რაიონის  ცენტრში  მოჭრეს ფჭვები და იმ ადგილზე ეკლესია “აშენდა”. მიზეზების დაუსახლებლად ეკლესიის წინ მდებარე მაოაკოვსკის ძეგლი საპატრულო პოლიციის შებობასთან გადაიტანეს. სამწუხაროდ, ფოტოაპარატი დამიჯდა და ეს ადგილი ვერ გადავიღე. გიტოვებთ  იქ გადაღებული ფოტოების სლაიდს.

This slideshow requires JavaScript.

პ.ს. ისე იმ 42 000 ლარიდან ერთი 500 ამ პრობლემის გადასაჭრელად რომ დახარჯოთ, კარგი იქნება. მგონი ეს ადვილია, ხო?!

This entry was posted in კულტურა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი

  1. სპექტაკლები ჩვენი მარადიული სიყვარული და ტკივილია…

    • Spamwriters says:

      სხვანაირად შეუძლებელია, რას იტყვის ხალხი?🙂 თუმცა ამ შემთხვევაში შეგვიძლია მათ გავუგოთ🙂 მათ რა, ზოგიერთ მათგანს🙂

  2. საოცრად კარგადაა დაწერილი: არცერთი ზედმეტი სიტყვა და მტელი დრამა თუ ტრაგი-კომედია ჩანს , ხელის გულზე გიდევს მკითხველს((((( არც კი ვიცი რომელი სიცილაკი ჯობია?!

  3. Анна Ахматова says:

    Я тебя в твоей не знала славе,

    Помню только бурный твой рассвет,

    Но, быть может, я сегодня вправе

    Вспомнить день тех отдаленных лет.

    Как в стихах твоих крепчали звуки,

    Новые роились голоса…

    Не ленились молодые руки,

    Грозные ты возводил леса.

    Всё, чего касался ты, казалось

    Не таким, как было до тех пор,

    То, что разрушал ты, — разрушалось,

    В каждом слове бился приговор.

    Одинок и часто недоволен,

    С нетерпеньем торопил судьбу,

    Знал, что скоро выйдешь весел, волен

    На свою великую борьбу.

    И уже отзывный гул прилива

    Слышался, когда ты нам читал,

    Дождь косил свои глаза гневливо,

    С городом ты в буйный спор вступал.

    И еще не слышанное имя

    Молнией влетело в душный зал,

    Чтобы ныне, всей страной хранимо,

    Зазвучать, как боевой сигнал.

  4. khato abuladze says:

    dzalian sasiamovnoa,rom am temas sheexet,magram iqneb faqtebi dagezustebinat,rom mimzidveli kofiliko tqveni chanaweri.shemdegshi carmatebebs gisurvebt.

  5. khato abuladze says:

    გთხოვთ,იყოთ უფრო გულისხმიერი,თავად ხომ არ ცდილობთ, გამოჩნდეთ უფრო მეტად გულშემატკივარი!თქვენს ჩანაწერში ბევრი უზუსტობა და ნაკლები სიყვარულია!

    • Spamwriters says:

      მე ის დავწერე, რაც დირექტორმა მითხრა, ასევე ტექნიკური კუთხით რა სიტუაციაცაა, ხოლო ბიოგრაფიული დეტალები სწორად რომ მიწერია, მგონი ეს ცხადზე ცხადია🙂

      იქნებ მითხრათ სადაა უზუსტობა და თუ მართალი ხართ ჩავასწორებ🙂
      სიყვარულს რაც შეეხება, ეგ ტერმინი გონი ადამიანებს უფრო მიესადაგება, ვიდრე შენობის სიყვარულს🙂 მიყვარს ეს სახლ-მუზეუმი< ასეთი მიდგომა ჩემი მხრიდან ყალბი იქნებოდა🙂

  6. Chiamaria says:

    როგორ არ მიყვარს როცა ასეთ რამეებს არ უფრთხილდებიან

    • Spamwriters says:

      თან მაიაკოვსკი მსოფლიო მოვლენაა. მნახველების უმეტესობა უცხოელები არიან🙂 ერთი აბრის გაკეთება რა პრობლემაა და ზედ ინგლისურ ენაზეც რომ წააწერონ ტექსტი, არ იქნება ურიგო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s