ბლოგის შესახებ

არსებობს ასეთი პროგრამა: “Support of active citizenship and involvement of
youth in public life in Georgia
” რომლის ფარგლებში ეს ბლოგი გაკეთდა და მასში ქუთაისიდან და ბათუმიდან ოცამდე “ბლოგერი” მონაწილეობს. დონორები შემდეგი ორგანიზაციები არიან: TOL, CIVITAS GEORGIA, AGORA, PIN. 20 თვიანი პროგრამის ერთი ეტაპი უკვე დასრულდა. მეორე ეტაპზე ყველაზე კარგ ბლოგერს ციფრულ ვიდეო კამერას აჩუქებენ, საბოლოოდ კი 2012 წლის აგვისტოში, ორი საუკეთესო შედეგის მქონე ბლოგის ავტორი ერთი კვირით ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში ციფრული ჟურნალისტიკის კურსის გასავლელად გაემგზავრება. ერთი კვირა დიდი ვერაფერია, მაგრამ რატომაც არა?!
რეიტინგში გათვალისწინებული სხვადასხვა კრიტერიუმების გარდა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიზიტორების და კომენტარების რაოდენობას, ასევე თანამოაზრე ბლოგერების მოძიებას და მათთან კომუნიკაციის დამყარებას.

მოკლედ, ეს ყველაფერი იმისთვის მოვყევი, რომ გითხრათ: ვისაც ეს ბლოგი წაგიკითხავთ და რაღაცები მოგწონთ, მხარი დამიჭირეთ პროგრამაში გასამარჯვებად. ამ პოსტის ბოლოს დევს ბანერი, რომელიც შეგიძლიათ თქვენს ბლოგზე განათავსოთ. თუ ჩემს მხარდაჭერას გადაწყვეტთ აქ დააკომენტარეთ  მხარდამჭერ  ბლოგერებში რომ ჩაგვსვათ.

საიდან ვჩნდები ამ ტექსტში მე? თქვენი ინტერესი მაძლევს არსებობის საშუალებას.
აქ არ დავიწყებ, იმის წერას, კარტოფილი მიყვარს, თუ პიცა, სექსი ხშირად მაქვს, თუ შიგადაშიგ, რა აღმაგზნებს და რა მაცოფებს, იესო მოერევა, თუ ანტიქრისტე და სხვა ათასი სისულელე. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ სხვისგან არაფრით გამორჩეული ჰუმანისტი ვარ, ვისი ოცნებაც სამოქალაქო საზოგადოების არსებობაზე დიდი ხანია ოცნებადვე რჩება.

დააკლიკე სასურველი ზომის ფოტოს, აიღე დააკოპირე URL და ჩასვი შენს ბლოგზე image ვიდჯეტში. 

81 Responses to ბლოგის შესახებ

  1. spamwriters ამბობს:

    მუშათა კლასის წარმომადგენელს ვინც მიკადრებთ და ჩემს მხარდაჭერას გადაწყვეტთ, დააკომენტეთ აქ და თქვენს ბლოგს მხარდამჭერებში ჩავსვამ 🙂

  2. გლეხის ბიჭი ამბობს:

    და მორჩა? დაგასურათე. ცოტა ხნით მეყოლები იქ. მწვანე ფერი არ მომწონს და რავიცი, რამდენ ხანს გაძლებ 😀

  3. selfanarchy ამბობს:

    არაადეკვატურო, ხომ იცი ჩემი შინაგანისამყარო შენს გვერდით არის :დდ

  4. keti ამბობს:

    momcons sheni blogi, momcons rom ar cer mudmivad sex-ze . da ar ambob yevlaze magari varo. erti sityvit kargi blogi gakvs, humanuri 🙂 mshvidi da stabiluri xar.

    sheizleba ver moigo, sakartveloshi yvelaperi chacyobitaa, anyway – shen ecade da sxvanairad kargad dagibrundeba

    • spamwriters ამბობს:

      გმადლობ ქეთი, სასიამოვნოა ამის მოსმენა 🙂 ჩაწყობა ვერ მოხდება, ტრენერები არავის ახლობლები არ არიან და არამგონია ჩაწყობით აქამდეც რამე ექნათ. 🙂

      ენივეი, ეს საქმიანობა მე მზრდის და მოქალაქეობრივ შეგნებას მიმაღლებს 🙂

  5. keti ამბობს:

    PS da kidev 1 ram , sheni avatari ar momcons :S halstuxi tevzi ai ras nishnavs, ki deb tavs araadekvaturi varo, magram sakmaod logikuri chanxar

  6. razmua ამბობს:

    ავალიანი წამიყვან :)))

  7. Keti ამბობს:

    ამ ბლოგს რომ ქმნიდი, მეგონა, უფრო სერიოზული მოტივი გქონდა, ვიდრე კონკურსში გამარჯვება 😦 “სამოქალაქო საზოგადოებაზე ოცნების” გავლენა კი იგრძნობოდა შიგადაშიგ 🙂 მაგრამ ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი… შენ თავისუფლად მოაზროვნე, ნიჭიერი, გაბედული ადამიანი ხარ და გაცილებით მეტს მიაღწევ, თუ დონორების აზრზე არ იქნები დამოკიდებული. ახლა თუ არა, რამდენიმე წლის მერე აუცილებლად დამეთანხმები, მაგრამ ეს რამდენიმე წელი დაკარგული აღმოჩნდება შენთვის და ვცდილობ, გაგაფრთხილო 🙂 დარჩი საკუთარი თავის ერთგული – ეშმაკსაც წაუღია ციფრული კამერა, ციფრული ჟურნალისტიკა კი ქუთაისიდან გაუსვლელადაც შეგიძლია ისწავლო (წიგნების მეტი რაა ინეტში). დარწმუნებული ვარ, ხვდები, რასაც გელაპარაკები. ასეა თუ ისე, წარმატებებს გისურვებ!

    • spamwriters ამბობს:

      გმადლობ 🙂 დონორების აზრზე დამოკიდებულება რას ნიშნავს ვერ მივხვდი 🙂 ეს კონკურსი რომ არა ბლოგი ვერ იარსებებდა. იდეა კონკურსია 🙂

  8. Keti ამბობს:

    კარგი, ბატონო, დავკონკრეტდები: დონორებს თავიანთი პრიორიტეტები აქვთ და, გინდა თუ არ გინდა, “მსუბუქად” გიბიძგებენ იმისაკენ, რომ მათ პრიორიტეტებზე იმუშაო. აქედან გამომდინარე, იძულებული ხარ, შენს ინტერესებს კორექტირება გაუკეთო და წერო, ვთქვათ, ჰომოფობიაზე, როცა ქსენოფობია უფრო აქტუალურად მიგაჩნია 🙂 სხვანაირად კონკურსში გამარჯვების შანსი იკლებს. თუ თემატიკის არჩევაში შეზღუდული არ ხარ, მაშინ არ ვიცი… მივესალმები, თუ არადა – სხვის გეგმებში ნუ შეხვალ, არაადეკვატურო 🙂 მერე არ თქვა, რატომ ადრე არ გამაფრთხილეო 🙂
    p. s. “იდეა კონკურსია” – ვერ გავიგე. მეგონა, შენი, როგორც ბლოგერის, მთავარი იდეა თვითგამოხატვა იყო.

    • spamwriters ამბობს:

      ბლოგის პოლიტიკას, პროფილს, თემებს მე ვირჩევ. სრული თავისუფლებაა მაგ კუთხთ 🙂 კრიტერიუმეიბ შეფასების ასეთია: მოწესრიგებული დიზაინი, გამოყენებული აუდიო,ფოტო, ვიდეო მასალა, ვიზიტორები, კომენტარები. არავინ არაფერს გვაიძულებს, არც გვირჩევს 🙂

  9. Keti ამბობს:

    ეტყობა, ცუდად ვკითხულობ ბლოგს, მაპატიე 🙂

    • spamwriters ამბობს:

      რა თქმა უნდა ეს ბლოგი თვითგამოხატვის კარგი საშუალებაა, საშუალებაა იმისა, რომ რაც სწორად და ჯანსაღად მიმაჩნია სხვებს გავუზიარო. მერე მიდის დიალოგი და ჩანს რამდენად მართლები ვართ, მე, შენ თუ ვინმე სხვა, დიალოგი აუცილებელია გადარჩენისთვის . მადლობა გულითადი რჩევებისთვის 🙂

  10. Mr. Nomad ამბობს:

    შენი ბანერი ჩავსვი ჩემ ბლოგზე. წარმატებები 😉

  11. spamwriters ამბობს:

    გმადლობ კახი, ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ყველანი ჩასმულები ხართ ჩემს მხარდამჭერებში. ეს დიდი ვერაფერი სიკეთეა, თქვენს ქმედებასთან შედარებით, მაგრამ მაინც 🙂

  12. Homeliest ამბობს:

    ჩემს ბლოგზეც დაგამატე 🙂 აბა წარმატებები 🙂

  13. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    ჯერ არ წამიკითხავს შენი სხვა პოსტები,თუმცა ვაპირებ წავიკითხო.. ,,მხარდამჭერთა გუნდში” (:D)შემოგიერთდებით : )

  14. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    spamwriters როგორც გინდა : ) არაა პრობლემა : ) დიიიდი არაფრის :))

  15. prodigycow ამბობს:

    ხალხო, არ მოტყუვდეთ!
    ეს ბანერი სექტის ნიშანია. თქვენ თუ მას ჩასვამთ პირდაპირ აცხადებთ, რომ ანტიქრისტეს ემორჩილებით. ეს ბანერი ჩიპს უტოლდება.

  16. prodigycow ამბობს:

    ისე, მეც ჩავსვამ შენ ბანერს, ოღონდ ამას არა რა, რამე სხვას მოვიფიქრებ
    ეს არ მოუხდება ჩემი ბლოგის ტანს

  17. prodigycow ამბობს:

    ნახე რა მაგარი რამე გავაკეთე :დ

    • spamwriters ამბობს:

      :)))) მაგარია :))))))) მომწონს 🙂 ადოს სხვა ვარიანტი აქ, თუ მოგეწონება ის აიღე. აუხ მიხარია ძალიან 🙂 გმადლობ, გმადობ,გმადლობ 🙂

  18. Mygreensun ამბობს:

    +1 მხარდამჭერი ^^

  19. მარიტა ♔ ამბობს:

    მიყვარს ეს ბლოგი:) ჩაგამატე ბლოგროლში

  20. teennewson ამბობს:

    ჩავსვი ბანერი ჩემს ბლოგზე, წარმატებები… : )

  21. ნათია ამბობს:

    ჩავსვი 🙂 წარმატებებს გისურვებ, იმედია გაიმარჯვებ 🙂

  22. mylilac ამბობს:

    გადავათვალიერე ბლოგი. დამაინტერესა და ვაპირებ უფრო დაწვრილებით წაკითხვას.
    ბანერი ჩავსვი 🙂
    წარმატებები!

  23. გამოხმაურება: ბლოგი ჩვენი არსობისა « სიყვარულოვნას ბლოგი

  24. გამოხმაურება: ბლოგი ჩვენი არსობისა « სიყვარულოვნას ბლოგი

  25. Eva Obolashvili ამბობს:

    blogspot-ze rogor chavsva maswavlet da tqvens gverdit var 🙂

  26. გამოხმაურება: ცხოველთა უფლებების მორღვევა «

  27. Fei Bukowski ამბობს:

    გამარჯობა :როგორცასეთი:

    • spamwriters ამბობს:

      გადაცხედე შენს ბლოგს და უზრდელი კაცების ტექსტები რომ გიდევს მომეწონა :)))))))))

      გმადლობ ჩემი მხარდაჭერისთვის!

  28. presgeo ამბობს:

    auu rato ver vaketeb ara misvams…

  29. spamwriters ამბობს:

    როგორც სკრინშოტზეა ისე გააკეთე 🙂

  30. Jessie ამბობს:

    მეც ვუჭერ მხარს არაადეკვატურს.. მაიცნ ახლა ფსიქოპათობა და არაადეკვატურობა ახლოსაა ერთმანეთთან :)))) ჩავსვი შენი ბანერი ჩემთან :))

  31. merivar ამბობს:

    მგონი ჩაგსვი:) თუ არ შემშლია:)

  32. mochveneba ამბობს:

    ჩავსვი ბანერიი ^.^ ძალიან მომწონს ეს ბლოგი ❤

  33. rockermeloman ამბობს:

    Chavsvi, mwvane peri mouxda..:D

  34. NinucaElectro ამბობს:

    მე მხარს ვუჭერ არაადეკვატურს! 🙂 ჩავსვი ბანერი, მმ რა ზუსტად ჩაჯდა მწვანე ფერი :დ… და გუდ ლაქ, შემოვივლი ხოლმე 🙂

  35. bushka ამბობს:

    ჩაგსვი :)) დაბადების დღის საჩუქარი იყოს ჩემგან :E (ნუ შენ ხომ თან გადამყევი, მაგრამ მაინც…:|)

  36. CreaTive ამბობს:

    მხარს გიჭერ

  37. გამოხმაურება: კონკურსი მორჩა |

Leave a reply to spamwriters კომენტარის გაუქმება