ბლოგის შესახებ

არსებობს ასეთი პროგრამა: “Support of active citizenship and involvement of
youth in public life in Georgia
” რომლის ფარგლებში ეს ბლოგი გაკეთდა და მასში ქუთაისიდან და ბათუმიდან ოცამდე “ბლოგერი” მონაწილეობს. დონორები შემდეგი ორგანიზაციები არიან: TOL, CIVITAS GEORGIA, AGORA, PIN. 20 თვიანი პროგრამის ერთი ეტაპი უკვე დასრულდა. მეორე ეტაპზე ყველაზე კარგ ბლოგერს ციფრულ ვიდეო კამერას აჩუქებენ, საბოლოოდ კი 2012 წლის აგვისტოში, ორი საუკეთესო შედეგის მქონე ბლოგის ავტორი ერთი კვირით ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში ციფრული ჟურნალისტიკის კურსის გასავლელად გაემგზავრება. ერთი კვირა დიდი ვერაფერია, მაგრამ რატომაც არა?!
რეიტინგში გათვალისწინებული სხვადასხვა კრიტერიუმების გარდა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიზიტორების და კომენტარების რაოდენობას, ასევე თანამოაზრე ბლოგერების მოძიებას და მათთან კომუნიკაციის დამყარებას.

მოკლედ, ეს ყველაფერი იმისთვის მოვყევი, რომ გითხრათ: ვისაც ეს ბლოგი წაგიკითხავთ და რაღაცები მოგწონთ, მხარი დამიჭირეთ პროგრამაში გასამარჯვებად. ამ პოსტის ბოლოს დევს ბანერი, რომელიც შეგიძლიათ თქვენს ბლოგზე განათავსოთ. თუ ჩემს მხარდაჭერას გადაწყვეტთ აქ დააკომენტარეთ  მხარდამჭერ  ბლოგერებში რომ ჩაგვსვათ.

საიდან ვჩნდები ამ ტექსტში მე? თქვენი ინტერესი მაძლევს არსებობის საშუალებას.
აქ არ დავიწყებ, იმის წერას, კარტოფილი მიყვარს, თუ პიცა, სექსი ხშირად მაქვს, თუ შიგადაშიგ, რა აღმაგზნებს და რა მაცოფებს, იესო მოერევა, თუ ანტიქრისტე და სხვა ათასი სისულელე. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ სხვისგან არაფრით გამორჩეული ჰუმანისტი ვარ, ვისი ოცნებაც სამოქალაქო საზოგადოების არსებობაზე დიდი ხანია ოცნებადვე რჩება.

დააკლიკე სასურველი ზომის ფოტოს, აიღე დააკოპირე URL და ჩასვი შენს ბლოგზე image ვიდჯეტში. 

81 Responses to ბლოგის შესახებ

  1. spamwriters says:

    მუშათა კლასის წარმომადგენელს ვინც მიკადრებთ და ჩემს მხარდაჭერას გადაწყვეტთ, დააკომენტეთ აქ და თქვენს ბლოგს მხარდამჭერებში ჩავსვამ🙂

  2. და მორჩა? დაგასურათე. ცოტა ხნით მეყოლები იქ. მწვანე ფერი არ მომწონს და რავიცი, რამდენ ხანს გაძლებ😀

  3. selfanarchy says:

    არაადეკვატურო, ხომ იცი ჩემი შინაგანისამყარო შენს გვერდით არის :დდ

  4. keti says:

    momcons sheni blogi, momcons rom ar cer mudmivad sex-ze . da ar ambob yevlaze magari varo. erti sityvit kargi blogi gakvs, humanuri🙂 mshvidi da stabiluri xar.

    sheizleba ver moigo, sakartveloshi yvelaperi chacyobitaa, anyway – shen ecade da sxvanairad kargad dagibrundeba

    • spamwriters says:

      გმადლობ ქეთი, სასიამოვნოა ამის მოსმენა🙂 ჩაწყობა ვერ მოხდება, ტრენერები არავის ახლობლები არ არიან და არამგონია ჩაწყობით აქამდეც რამე ექნათ.🙂

      ენივეი, ეს საქმიანობა მე მზრდის და მოქალაქეობრივ შეგნებას მიმაღლებს🙂

  5. keti says:

    PS da kidev 1 ram , sheni avatari ar momcons :S halstuxi tevzi ai ras nishnavs, ki deb tavs araadekvaturi varo, magram sakmaod logikuri chanxar

    • spamwriters says:

      რაც შეეხება გრავატარს, სიურეალისტური ნამუშევარია. თევზი ქრისტიანობაში სიწმინდის სიმბოლოა. ამავდროულად ფსიქოლოგიაში წყლიდან თევზის ამოყვანა დაბადებას ნიშნავს . მოკლედ თვითონ სიმბოლო თევზი მომწონს ძალიან🙂

  6. razmua says:

    ავალიანი წამიყვან :)))

  7. Keti says:

    ამ ბლოგს რომ ქმნიდი, მეგონა, უფრო სერიოზული მოტივი გქონდა, ვიდრე კონკურსში გამარჯვება😦 “სამოქალაქო საზოგადოებაზე ოცნების” გავლენა კი იგრძნობოდა შიგადაშიგ🙂 მაგრამ ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი… შენ თავისუფლად მოაზროვნე, ნიჭიერი, გაბედული ადამიანი ხარ და გაცილებით მეტს მიაღწევ, თუ დონორების აზრზე არ იქნები დამოკიდებული. ახლა თუ არა, რამდენიმე წლის მერე აუცილებლად დამეთანხმები, მაგრამ ეს რამდენიმე წელი დაკარგული აღმოჩნდება შენთვის და ვცდილობ, გაგაფრთხილო🙂 დარჩი საკუთარი თავის ერთგული – ეშმაკსაც წაუღია ციფრული კამერა, ციფრული ჟურნალისტიკა კი ქუთაისიდან გაუსვლელადაც შეგიძლია ისწავლო (წიგნების მეტი რაა ინეტში). დარწმუნებული ვარ, ხვდები, რასაც გელაპარაკები. ასეა თუ ისე, წარმატებებს გისურვებ!

    • spamwriters says:

      გმადლობ 🙂 დონორების აზრზე დამოკიდებულება რას ნიშნავს ვერ მივხვდი🙂 ეს კონკურსი რომ არა ბლოგი ვერ იარსებებდა. იდეა კონკურსია🙂

  8. Keti says:

    კარგი, ბატონო, დავკონკრეტდები: დონორებს თავიანთი პრიორიტეტები აქვთ და, გინდა თუ არ გინდა, “მსუბუქად” გიბიძგებენ იმისაკენ, რომ მათ პრიორიტეტებზე იმუშაო. აქედან გამომდინარე, იძულებული ხარ, შენს ინტერესებს კორექტირება გაუკეთო და წერო, ვთქვათ, ჰომოფობიაზე, როცა ქსენოფობია უფრო აქტუალურად მიგაჩნია🙂 სხვანაირად კონკურსში გამარჯვების შანსი იკლებს. თუ თემატიკის არჩევაში შეზღუდული არ ხარ, მაშინ არ ვიცი… მივესალმები, თუ არადა – სხვის გეგმებში ნუ შეხვალ, არაადეკვატურო🙂 მერე არ თქვა, რატომ ადრე არ გამაფრთხილეო🙂
    p. s. “იდეა კონკურსია” – ვერ გავიგე. მეგონა, შენი, როგორც ბლოგერის, მთავარი იდეა თვითგამოხატვა იყო.

    • spamwriters says:

      ბლოგის პოლიტიკას, პროფილს, თემებს მე ვირჩევ. სრული თავისუფლებაა მაგ კუთხთ🙂 კრიტერიუმეიბ შეფასების ასეთია: მოწესრიგებული დიზაინი, გამოყენებული აუდიო,ფოტო, ვიდეო მასალა, ვიზიტორები, კომენტარები. არავინ არაფერს გვაიძულებს, არც გვირჩევს🙂

  9. Keti says:

    ეტყობა, ცუდად ვკითხულობ ბლოგს, მაპატიე🙂

    • spamwriters says:

      რა თქმა უნდა ეს ბლოგი თვითგამოხატვის კარგი საშუალებაა, საშუალებაა იმისა, რომ რაც სწორად და ჯანსაღად მიმაჩნია სხვებს გავუზიარო. მერე მიდის დიალოგი და ჩანს რამდენად მართლები ვართ, მე, შენ თუ ვინმე სხვა, დიალოგი აუცილებელია გადარჩენისთვის . მადლობა გულითადი რჩევებისთვის🙂

  10. Mr. Nomad says:

    შენი ბანერი ჩავსვი ჩემ ბლოგზე. წარმატებები😉

    • spamwriters says:

      გმადლობ ნომად. ახლავე ჩავსვამ შენს ბლოგს მხარდამჭერებში🙂 გაიხარე

  11. კახი says:

    ჩაგსვი🙂

  12. spamwriters says:

    გმადლობ კახი, ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ყველანი ჩასმულები ხართ ჩემს მხარდამჭერებში. ეს დიდი ვერაფერი სიკეთეა, თქვენს ქმედებასთან შედარებით, მაგრამ მაინც🙂

  13. Homeliest says:

    ჩემს ბლოგზეც დაგამატე🙂 აბა წარმატებები🙂

  14. ♥ Miss.Catalan.. ♥ says:

    ჯერ არ წამიკითხავს შენი სხვა პოსტები,თუმცა ვაპირებ წავიკითხო.. ,,მხარდამჭერთა გუნდში” (:D)შემოგიერთდებით : )

    • spamwriters says:

      გმადლობ, გმადლობ , მიხარია ძალიან🙂 Miss.Catalan..< ეს დავაწერო შენს ლინკს მხარდამჭერებში?

      • ♥ Miss.Catalan.. ♥ says:

        ჩემს ბლოგს Every Moment Is Another Chance-ქვია – )) რომელიც გინდა ის დააწერე,არ მაქვს მაგაზე გართულება : )

      • spamwriters says:

        ძალიან გრძელია, შენი სახელი იყოს, აჯობებს🙂 დიიდი მადლობა🙂

  15. ♥ Miss.Catalan.. ♥ says:

    spamwriters როგორც გინდა : ) არაა პრობლემა : ) დიიიდი არაფრის :))

  16. prodigycow says:

    ხალხო, არ მოტყუვდეთ!
    ეს ბანერი სექტის ნიშანია. თქვენ თუ მას ჩასვამთ პირდაპირ აცხადებთ, რომ ანტიქრისტეს ემორჩილებით. ეს ბანერი ჩიპს უტოლდება.

  17. prodigycow says:

    ისე, მეც ჩავსვამ შენ ბანერს, ოღონდ ამას არა რა, რამე სხვას მოვიფიქრებ
    ეს არ მოუხდება ჩემი ბლოგის ტანს

  18. prodigycow says:

    ნახე რა მაგარი რამე გავაკეთე :დ

    • spamwriters says:

      :)))) მაგარია :))))))) მომწონს🙂 ადოს სხვა ვარიანტი აქ, თუ მოგეწონება ის აიღე. აუხ მიხარია ძალიან🙂 გმადლობ, გმადობ,გმადლობ🙂

  19. Mygreensun says:

    +1 მხარდამჭერი ^^

  20. მიყვარს ეს ბლოგი:) ჩაგამატე ბლოგროლში

  21. teennewson says:

    ჩავსვი ბანერი ჩემს ბლოგზე, წარმატებები… : )

  22. ნათია says:

    ჩავსვი🙂 წარმატებებს გისურვებ, იმედია გაიმარჯვებ🙂

  23. mylilac says:

    გადავათვალიერე ბლოგი. დამაინტერესა და ვაპირებ უფრო დაწვრილებით წაკითხვას.
    ბანერი ჩავსვი🙂
    წარმატებები!

  24. Pingback: ბლოგი ჩვენი არსობისა « სიყვარულოვნას ბლოგი

  25. Pingback: ბლოგი ჩვენი არსობისა « სიყვარულოვნას ბლოგი

  26. blogspot-ze rogor chavsva maswavlet da tqvens gverdit var🙂

  27. Pingback: ცხოველთა უფლებების მორღვევა «

  28. Fei Bukowski says:

    გამარჯობა :როგორცასეთი:

    • spamwriters says:

      გადაცხედე შენს ბლოგს და უზრდელი კაცების ტექსტები რომ გიდევს მომეწონა :)))))))))

      გმადლობ ჩემი მხარდაჭერისთვის!

  29. presgeo says:

    auu rato ver vaketeb ara misvams…

  30. spamwriters says:

    როგორც სკრინშოტზეა ისე გააკეთე🙂

  31. Jessie says:

    მეც ვუჭერ მხარს არაადეკვატურს.. მაიცნ ახლა ფსიქოპათობა და არაადეკვატურობა ახლოსაა ერთმანეთთან :)))) ჩავსვი შენი ბანერი ჩემთან :))

  32. merivar says:

    მგონი ჩაგსვი:) თუ არ შემშლია:)

  33. mochveneba says:

    ჩავსვი ბანერიი ^.^ ძალიან მომწონს ეს ბლოგი❤

  34. Chavsvi, mwvane peri mouxda..:D

  35. NinucaElectro says:

    მე მხარს ვუჭერ არაადეკვატურს!🙂 ჩავსვი ბანერი, მმ რა ზუსტად ჩაჯდა მწვანე ფერი :დ… და გუდ ლაქ, შემოვივლი ხოლმე🙂

  36. bushka says:

    ჩაგსვი :)) დაბადების დღის საჩუქარი იყოს ჩემგან :E (ნუ შენ ხომ თან გადამყევი, მაგრამ მაინც…:|)

  37. CreaTive says:

    მხარს გიჭერ

  38. Pingback: კონკურსი მორჩა |

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s