ღვთის ანაბარა დარჩენილები


1.

გულნარა ჯამაძე თავის 38 წლის შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს. მელანო დაბადებიდან ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. ეტლი, რომლითაც ის სარგებლობს 15 წლის წინ აჩუქეს და უკვე ძალიან პატარაა.

მათი საარსებო წყარო გულნარას ხელფასია. 180 ლარი. პლიუს ამას 54 ლარი სოციალური დაუცველობის დახმარება. თავის მხრივ თვითონ გულნარას ფსორიოზი ჭირს და წამლებში დიდი თანხა ეხარჯება. ოჯახს არ აქვს გაზი, რის გამოც საკვების მოსამზადებლად ელექტრო ენერგიას იყენებენ. გარდა ამისა არ აქვთ აბაზანა და ეზოში არსებული საერთო საპირფარეშოთი სარგელობენ.

მელანოს გარდა ორი შვილი ჰყავს. სახლი, რომელშიც ახლა ცხოვრობენ ერთ-ერთი მათგანისაა.
მისი საკუთარი სახლი კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, ამის თანხა კი არ აქვთ. საუბრისას გვთხოვა, პროექტი “რემონტი” რომ არის იქნებ იმას მიაწვდინოთ ჩვენზე ხმა, ამასწინად შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვს გაურემონტეს ოთახიო. გარდა ამისა
მისი სიძისთვის პროფესიული გადამზადების ცენტრში უნდ ადგილის პოვნა.

This slideshow requires JavaScript.

2.

ლუიზა ჯამაძე  ქმართან და ორ შვილთან ერთად  ცხოვრობს ორ ოთახში. არცერთი მათგანი არაა დასაქმებული. მეუღლე ხელოსანია და იშვიათად თუ გამოძებნის ხოლმე სამუშაოს.  ჰყავს 15 წლის სმენის პრობლემების მქონე ბიჭი და 10 წლის გოგონა, რომელსაც გულის მანკის წინა სტადია აქვს. ოჯახს ნაჩუქარი მაცივრის და კომპიუტერის გამო არ დაუნიშნეს სოციალური დახმარება.  როგორც ირკვევა, მთავარი მიზეზი ის ორი ოთახია, რომლებიც მას გაქირავებული აქვს. ამის გარდა არანაირი შემოსავალი არ აქვთ. საუბარია 190 ლარზე.

3.

მერი ჯამაძე  ქმართან და ოთხ შვილთან ერთად  37 კვადრატული მეტრის სახლში ცხოვრობს. არცერთი მათგანი არაა დასაქმებული. ბიჭები 3 და 7 წლის არიან, გოგონები 11 და 7 წლის.  ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარებაა. 7 წლის ბიჭს ჰემოფილიითაა დაავადებული და ფსიქიკური აშლილობა ჭირს. მისთვის რომ ემკურნალათ რამდენიმე წლის წინ ბანკიდან 1500$ სესხად გამოიტანეს. შემდეგ პროცენტები ვერ გადაიხადეს და მალე ბანკი მათ უსახლკაროდ დატოვებს.

როგორც ხედავთ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აპრილში ამ უბნის მაჟორიტარმა ადგილობრივი გაზეთს(P.S.) შემდეგი კომენტარი გაუკეთა:
„ჯამაძეების ოჯახის სოციალური პრობლემების შესახებ, კარგა ხანია, ვფლობ ინფორმაციას. ჩვენ აუცილებლად მივალთ აღნიშნულ მისამართზე და შეძლებისდაგვარად დავეხმარებით, რაც კი შეგვიძლია. მე ვიცი, ასევე ამ ოჯახს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ჰყავთ და შევეცდები, ჩვენ მათ ეტლიც გადავცეთ“.
 თუმცა როგორც ჩანს მოხდა სასწაული და  ქუთაისის ბიუჯეტში ჯერ ვერ გამოინახა თანხა ეტლის საყიდლად.  ამ საქმეში თითოეული ჩვენთგანის ჩარევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია რაღაცები გამოვასწოროთ!

ახლა რაც შეეხება გეგმებს.

  1. როგორც უკვე რამდენჯერმე მოხდა – თანხის გადმორცხვის მსრუველებს გიტოვებთ ჩემს საბანკო რეკვიზიტს   -  TBC ბანკი. გივი ავალიანი. GE28 TB03 8234 5063 6224 94
  2. ეტლის პრობლემის მოსაგვარებლად მეგობრები ვაპირებთ განცხადება შევიტანოთ “ბორანზე”.
  3. სახლში ყველას გვაქვს ნივთები, რომლებსაც ნაკლებად ვსაჭიროებთ. გაიღეთ ისინი სამი ღარიბი ოჯახის დასახმარებლად!  მოიტანეთ წიგნები, ხელნაკეთ ნივთები და სხვა დანარჩენი საგნები, რისი გაყიდვაც მოხერხდება. მწერლებმა თქვენივე წიგნები გაიღეთ .ასევე სასურველია შევაგროვოთ საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი ბავშვებისთვის.

ამის გარდა გეგმაში მაქვს რამდენიმე კვების ობიექტის და სუპერმარკეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

რაც შეეხება იმას, თუ სად უნდა მიიტანოთ.

აქციის მხარდამჭერი ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია(USAID. პუშკინის 8.)

თბილისში სოციალ-დემოკრატიული  პარტია(ვაკე. ჭავჭავაძის 19. ბინა 29) საკონტაქტო პირი – ალექსანდრე ცაგარელი. მობ: 597 331 186

ბათუმი –  მინდია ცეცხლაძე. მობ: 555 523 843

ამ ეტაპზე მთვარია ბევრი საგანი მოგროვდეს, ამის შემდეგ კი მათ ქუთაისში ჩამოვიტან და სადღაც   10 ივნისისთვის მათ ქალაქის ცენტრალურ ბაღში გავყიდით.

About these ads
This entry was posted in საზოგადოება and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to ღვთის ანაბარა დარჩენილები

  1. ესენი ჩემი მეზობლები არიან და მართლა ძალიან უჭირთ, დედამისი გულნარა ძალიან ბევრს შრომობს რომ როგორმე ოჯახს გაუძღვეს. ისე ვერ ვეხმარები და ახლა სიამოვნებით ჩავერთვები აქციაში.

    • mari dolidze says:

      http://disability.ge/ ეს ორგანიზაცია აძლევს ეტლებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს
      http://www.borani.ge

      • გოდო says:

        ხო, ბორანზე მიწერია, მანდ ვაპირებ განცხადების შეტანას.
        დედა ამბობს რომ I ჯგუფის ინვალიდია შვილი. ალბათ მაგ პირველი საიტიდან ეკუთვნის არა ეტლი?

      • mari dolidze says:

        ბორანზე კი ასეთ ოჯახებს ფილანტროპები საიტის მეშვეობით 500 ლარის ფარგლებში ურიცხავენ თანხას კონკრეტული საოჯახო ნივთის (ან სხვა რამ) შესაძენად.

  2. mari dolidze says:

    კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის გასცემს ეტლებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. თუმცა რაღაც პროცედურები უნდა გაიაროს მოსარგებლემ ამისათვის, მგონი სახელმწიფო აძლევს ვაუჩერს იმისათვის, რომ ეტლი გასცეს კოალიციამ. დაზუსტება შეიძლება ტელეფონით, რომელიც საიტზე არის მითითებული. სამწუხაროდ ასეთი ოჯახი უამრავია საქართველოში. :(

    • გოდო says:

      ვიდეო ნახეთ? ეს ჩვეულებრივი შემთხვევა არაა, მისი ორი შვილი რა მდგომარეობაში არიან კიდევ.

  3. ketusi.com says:

    ღმერთო,დავიწვი ამითი ცოდვით.ამ წუთისთვის რისი გაკეთება შემიძლია?

  4. გოდო says:

    რამე გასაყიდი ნივთების გაღება :)

  5. lesakofi says:

    am gawirvebul adamianebs unda davexmarot

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s