დაწერე ამ პრეზენტაციაზე, მეუბნება მათე და წიგნსაც არ მჩუქნის. ეს გაქნილი გაიძვერა.
ბოლოს თბილისში რომელიღაც მეტროსთან ვნახე. ლუდს ვწრუპავდით. ვეღარ ვწერ, განათლების პრობლემა მაქვს, ამოვიკნავლე მე. ამბობს, რომ მასაც იგივე ჭირს.
მეცინება. სად ჩემი და სად ამის პრობლემა. შეიძლება მე გაცილებით მეტი მხატვრული ტექსტი მქონდეს წაკითხული, მაგრამ ის უფრო მოქნილია, უფრო ჭკვიანი. ისაა რაც, მჭირდება. აქ არაფერი, მაგრამ ევროპული განათლება მიღებულ ტიპებთან ვერ გავქაჩავ – დააყოლა.
კომიტეტის სხდომასა თუ სასესიო სხდომაზე, საპირფარეშოში თუ ფოიეში, პარლამენტის შენობასა თუ მის გარეთ მარიამ საჯაიას დეპუტატებმა არაერთხელ წამოაძახეს, რომ ის 21 წლისაა. მათი თქმით, ახალგაზრდა გოგონას არაფერი ესაქმება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. მარტივი დაკვირვება ცხადყოფს, რომ უმეტეს შემთხვევაში ქალი დეპუტატები აქტიურობენ.
საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ეს ეიჯიზმია. ნაწილის მოსაზრებით, 21 წლის ახალგაზრის ადგილი ნამდვილად არ არის პარლამენტში. ზოგი უფრო შორსაც მიდის და თვლის, რომ ცოცხალ-მკვდარი პოლიტიკოსების ქვეცნობიერი ბობოქრობს. ისინი წლების განმავლობაში ძალისხმევას არ იშურებდნენ გადეპუტატებისთვის, ეს გოგონა კი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შევიდა პარლამენტში.
რეალურად კი საქმე შემდეგშია. სანდო წყაროს მიერ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცის თანახმად, კლიმაქსთან ახლოს მყოფ დეპუტატებს, ასევე კლიმაქსგანცდილებასაც საჯაიას სექსუალურობის შურთ. ისინი აცნობიერებენ რომ ერთი ნაოჭიც, ერთი ცელულიტიც კი დიდი უფსკრულია.
მამაკაცების თავდასხმის ობიექტის სწორედ იგივე მიზეზის გამო ხდება. საჯაია არაა ხელმისაწვდომი. ეს ტანჯავთ უმრავლესობის წევრ მამრ პარლამენტარებს. როგორც პოლიტიკოსებს ხომ ერექცი არა და არ აქვთ, ხოლო როგორც კაცებს გინდ ჰქონიათ, გინდ არა.
გამორიცხული არაა, რომ ძალიან მალე საინფორმაციო სამსახურებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ქეთო გადელიას გარდაცვალების ფაქტი გაავრცელონ. ამის მერე ჩვენ ავდგებით, ფოტოებს გავიზიარებთ და ვიტყვით : ბოროტი და მკვლელია მიშა, მისმა უპასუხისმგებლობამ შეიწირა ამ ქალის სიცოცხლე.
ზუგდიდიდან თბილისში ფეხით ჩამოსული ქალი უკვე მეოთხე დღეა პრეზიდენტის სასახლესთან ათენებს და აღამებს, იქვე ძინავს, იქვე ზის. 35-40 გრადუს სიცხეში უიმედოდ დგას და სააკაშვილთან შესახვედრად თანხმობას ელოდება.რათა, შვილის სიკვდილის ობიექტური გამოძიება მოითხოვოს. საქმე ეხება 24 წლის ბადრი ტაბიძეს, რომელიც ოჯახის წევრების ვერსიით, პოლიციელებმა სცემეს, ექიმებმა კი სასიკვდილოდ გაწირეს.
არავისთვისაა დამალული, რომ უპასუხისმგებლო ხელისუფალი გვყავს, ჩვენ რა გვიშლის ხელს პასუხისმგებლობის აღებაში? Continue reading →
ბოლო დღეებში ცენტრალური არხებით ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვნახეთ ფილმები აგვისტოს მოვლენებზე. ცხადია, ეს არ არის საკმარისი. ამ დღეებში აუცილებლად მომზადდება სიუჟეტები, რომლებიც კიდევ ერთხელ რუსეთის(?) ქრონიკული შეძულებისკენ მოგვიწოდებენ. პოლიტიკოსები გავლენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, იტლიკინებენ, ჯარისკაცის ცოლებს მხარზე ხელს მოუთათუნებენ და დაიშლებიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანური ტრაგედია პოლიტიკური მანიპულაციის საგანი ხდება.
იმას ვამბობდი, რომ ანტირუსული პროპაგანდა ამ დღეებში კიდევ ერთხელ მიაღწევს პიკს. კეთილი ადამიანები ფეისბუქზე პროფილის სურათად ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეულ ყვავილს დაიყენებენ, სევდის მომგვრელ სტატუსებს დაწერენ, ფოტოებს გაიზიარებენ, მათ შორის “დიდგორისას” და “ლაზიკასას”.
დამალული არავისთვისაა, რომ 2008 წლის შემდეგ ჩვენ ვვითარდებით. სამხედრო ტექნიკის წარმოება დავიწყეთ, უპილოტო საფრენი აპარატი შევქმენით, კონტრაქტი გავაფორმეთ ა.შ.შ.-სთან სამხედრო თანამშრომლობაზე და სხვა. დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა აღიარეს, რომ ჩვენი მიწები ოკუპირებულია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. აქვს კი მნიშვნელობა იმას, ვინ ისროლა პირველმა?
ჩვენ ომისთვის გაცილებით ადრე დავიწყეთ მზადება. შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი უსაფრთხოება სამხედრო შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თავდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან ერთ-ერთი ყველაზე დაფინანსებადი სფერო გავხადეთ. პატრიოტულ-სამხედრო კლიპები შევქმენით. კოკოითს ფანდარასტი ვუძახეთ, პროექტ “სანაკოევის” გახორციელება დავიწყეთ.(ყველას გემახსოვრებათ ამას რაც მოჰყვა) ჩვენს მილიტარისტულ მიდრეკილებებს გასაქანი მივეცით. ასე მოვიდა ომი.
ქართული საინფორმაციო არხები და თავად პრეზიდენტიც სიხარულით გვატყობნებდნენ, რომ სამხრეთ ოსეთში სოფელს-სოფელზე ვიღებდით. ამ დროს რუსული არხები იგივეს გადმოსცემდნენ. აი ისე, როგორც დამკაშია . ჩვენ მოგებაზე ვთამაშობდით, ისინი წაგებაზე. ეს ჭკიანური სვლა იყო მათი მხრიდან, კარგი ალიბი დაითრიეს. მერე გამოგვრეკეს ოსეთიდან და ამით მორჩნენ. პრეზიდენტი კი 8 აგვისტოს დილას ყველას დარაზმვისკენ და ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდა.
ამ ომმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ ხელისუფლებას არანაირი რესურსი არ გააჩნდა ტეროტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამ ომმა კიდევ უფრო გაგვაუცხოვა აფხაზები, ქართველები, სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები.
როცა მაქსიმალურად ცდილობ, სამხედრო შესაძლებლობები გაზარდო, საეჭვოა ვინმემ დაგიჯეროს რომ მშვიდობის მომხრე ხარ. მათი თქმით, მთავარი პრობლემა და ახალი პრობლემების წარმომშობი სიღარიბე, შიმშილი, ავადმყოფობა, უსამართლობა, უთანასწორობა, განათლების პრობლემები კი არ არის, არამედ რუსეთი. მოსახლეობის კეთილდღეობის ნაცვლად ავტომატები. სამართლიანობის და თანასწორობის ნაცვლად კი სამხედრო ტექნიკა. აი რას გვთავაზობენ ისინი.
გულნარა ჯამაძე თავის 38 წლის შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს. მელანო დაბადებიდან ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. ეტლი, რომლითაც ის სარგებლობს 15 წლის წინ აჩუქეს და უკვე ძალიან პატარაა.
მათი საარსებო წყარო გულნარას ხელფასია. 180 ლარი. პლიუს ამას 54 ლარი სოციალური დაუცველობის დახმარება. თავის მხრივ თვითონ გულნარას ფსორიოზი ჭირს და წამლებში დიდი თანხა ეხარჯება. ოჯახს არ აქვს გაზი, რის გამოც საკვების მოსამზადებლად ელექტრო ენერგიას იყენებენ. გარდა ამისა არ აქვთ აბაზანა და ეზოში არსებული საერთო საპირფარეშოთი სარგელობენ.
მელანოს გარდა ორი შვილი ჰყავს. სახლი, რომელშიც ახლა ცხოვრობენ ერთ-ერთი მათგანისაა.
მისი საკუთარი სახლი კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, ამის თანხა კი არ აქვთ. საუბრისას გვთხოვა, პროექტი “რემონტი” რომ არის იქნებ იმას მიაწვდინოთ ჩვენზე ხმა, ამასწინად შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვს გაურემონტეს ოთახიო. გარდა ამისა
მისი სიძისთვის პროფესიული გადამზადების ცენტრში უნდ ადგილის პოვნა.
ქართული პოლიტიკური ველი მანიპულაციის ველია, სადაც სიფრთხილეა საჭირო. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები სავსე არიან ნაძირლებით. მაგრამ მათ შორის გაქექეილი ნაძირლებიც მოიძებნებიან. ისინი ყველაზე მეტად საშიშები არიან. მათ შეუძლიათ ხალხის განწყობებით ითამაშონ, დამოოკიდებულებები შეცვალონ, რეალობა დააკორექტირონ. ცხადია, არც სახელისუფლებო პარტიები განიცდიან ნაძირლების დეფიციტს. თუმცა ხელისუფლებას უნდათ, თუ არ უნდათ უწევღ რაღაც რეკომენდაციების მეტ-ნაკლებად გათვალისწინება, თორემ არც მათთვისაა უცხო ფობიები.
ჩვენ რახანია მივეჩვიეთ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ეკლესიისთვის კუდის ქიცინის ყურებას. ლაქუცის ხელოვნებაში ყველაზე მეტად დახელოვნებული ქრისტია-დემოკრატიული პარტიაა. ისინი იმაზე მეტს მოითხოვენ, ვიდრე ეკლესიას სურს. ეს იმთავითვე საოცარია, რადგან ეკლესია ძალაუფლების ცენტრია და უფრო მეტ გავლენაზე წესით უარს არ უნდა ამბობდეს, მაგრამ იგივე ქდმ-მ როცა ხელმოწერები შეაგროვა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მოთხოვნით, პატრიარქმა თქვა, რომ ეს არ შეიძლება. ჭკვიანი კაცია ილია მეორე. Continue reading →